18.07.2011

 

 

 

 

 

საქართველოს ჩემპიონები მოლდოვაში მიემგზავრებიან

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც კიშინიოვის ”დაჩიასთან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 20 ივლისს გამართავს, ხვალ მოლდოვაში მიემგზავრება ...

 

ზემოიმერლები ქალაქ კიშინიოვის სასტუმრო ”პრეზიდენტში” დაბინავდებიან.

გია გეგუჩაძეს უეფას უპრესტიჟულესი ტურნირის მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი 19 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახაბერ ალადაშვილი;

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

ზეგ გასამართი შეხვედრის ქართულ მედიაში უკეთ გაშუქების მიზნით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გაზეთების "ლელოსა" და "ოლიმპისა" , ინტერნეტ-გამოცემა www.worldsport.ge-ს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის სპეციალური კორესპონდენტები მიჰვებიან. ქართული დელეგაცია მოლდოვაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით (თბილისი-კიშინიოვის მარშრუტით) ხვალ, დილის 11:00 საათზე მიემგზავრება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005