22.08.2011

 

 

 

 

 

”ბრიუგე”-”ზესტაფონს” ფინელები მოემსახურებიან

ბელგიურ-ქართული დუელის განმეორებით მატჩს ტონი ასუმაა განსჯის

 

 

 

 

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ევროპის ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების პლეი-ოფის რაუნდის ბელგიაში 25 აგვისტოს გასამართ ”ბრიუგე”-”ზესტაფონის” წყვილის განმეორებით შეხვედრას ფინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

 

საქართველოს ჩემპიონ “ზესტაფონის” ბელგიის “ბრიუგესთან” გასვლით მატჩს (ამ გუნდებმა თბილისში 3:3 ითამაშეს) ფინელ მსაჯთა ბრიგადა წარუძღვება.

 

არბიტრი - პროფესიით ეკონომისტი, 42 წლის ტონი ასუმაა (სურათზე) , რომელიც ფინეთის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. ფინეთის ვეიკაუსლიგაში მსაჯობა 2003 წლიდან დაიწყო და იქიდან მოყოლებული 94 მატჩს (მათ შორის 36 - საერთაშორისო დონეზე) მოემსახურა არბიტრის რანგში. ბოლო საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც ტონი ასუმაამ იმსაჯა, 2010 წლის სექტემბერში ჩატარდა - ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მალტამ ლატვიას უმასპინძლა და 0:2 წააგო.


ასუმაას დამხმარეები მისი თანამემამულენი იქნებიან. “ბრიუგე”-“ზესტაფონი”-ს მომსახურე ლაინსმენები არიან მატი ჰეინინენი და მიკო ალაკარე. სათადარიგო არბიტრის ფუნქცია კი დენის ანტამოს ექნება.


შეგახსენებთ, რომ “იან ბრეიდელზე” ზესტაფონელთა საპასუხო შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

 

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005