15.07.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის კენჭისყრა

 

 

 

 

 

 

2011 წლის 15 ივლისს შვეიცარიულ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში “ზესტაფონსა” და მოლდავურ “დაჩიას” შორის გამარჯვებული ავსტრიული გრაცის “შტურმისა” და უნგრულ “ვიდეოტონის” დუელში უძლიერესს დაუპირისპირდება.



საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” მომდევნო რაუნდისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. იმერულმა გუნდმა მშობლიურ კედლებში კიშინიოვის “დაჩიას” 3:0 მოუგო და სტუმრად გასამართი განმეორებითი მატჩის წინ კარგი ფორა შეიქმნა. ასევე კარგ მდგომარეობაში იმყოფება ავსტრიული “შტურმი”, რომელმაც უნგრულ “ვიდეოტონს” ასევე საშინაო კედლებში 2:0 სძლია.


ასე რომ, შესაძლებებლია, რომ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ქართულ-ავსტრიული დუელი (თუკი “ზესტაფონმა” მოლდოვაში არ წაიფორხილა) ვიხილოთ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გრაცელთა (”შტურმი ავსტრიის 3-გზის ჩემპიონი და 4-გზის თასის მფლობელი გახლავთ) ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე იცავს, რომელიც გასულ სეზონში ზესტაფონელთა ღირსებას იცავდა და სულ რაღაც ორი თვის წინ მარგველებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო.

მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ზემოიმერლები საქართველოში 26 ან 27 ივლისს გამართავენ, განმეორებითი მატჩი კი 2 ან 3 აგვისტოს გაიმართება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005