კორღალიძე ორმაგად მოტივირებულია
კორღალიძემ “ზესტაფონში” დვალი და აფციაური გამოარჩია
|
კორღალიძე “ზესტაფონის” წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებულია
|
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ზესტაფონის” მეტოქის, მოლდოვის “დაჩიას” შემტევი ნახევარმცველი ლევან კორღალიძე, მოწინააღმდეგის რიგებში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელებად ფორვარდ ჯაბა დვალსა და ნახევარმცველ თორნიკე აფციაურს თვლის.
“ზესტაფონი” ძალიან ძლიერი გუნდია. ფეხბურთელები 3 წელიწადია ერთად არიან და შემადგენლობა ფაქტობრივად არ იცვლება. მაქსიმუმ ერთი ან ორი ფეხბურთელი შეცვალონ. გამოვარჩევ ჯაბა დვალს, რომელიც “დაჩიაში” თამაშობდა – ძალიან კარგი თავდამსხმელი და ძლიერი ფეხბურთელია. “ზესტაფონს” კიდევ ჰყავს ძალიან კარგი ნახევარმცველი თორნიკე აფციაური, რომელიც ტექნიკურია. საერთოდ, “ზესტაფონი” ძალიან ტექნიკური გუნდია” – იუწყება კორღალიძის სიტყვებს “დაჩიას” ოფიციალური ვებგვერდი.
გარდა ამისა, კორღალიძემ აღნიშნა, რომ მომავალ დაპირისპირებას ორმაგად მოტივირებული ხვდება:
“საქართველოში გულშემატკივრები თვლიან, რომ “ზესტაფონი” ფავორიტია. პირადად, ორმაგად მოტივირებული ვიქნები და რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ”.
გასული სეზონის დაწყებამდე კორღალიძე “დაჩიაში” “ზესტაფონიდან” გადავიდა და კიშინიოველებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მან 13 გოლი გაიტანა და უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
|