09.06.2011

ჩემპიონი და ქართული საქმე

საქართველოს ჩემპიონის – „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთით ცხოვრობს. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ სწორედ ილია კოკაიაა პირველი ქართველი, ვინც დაახლოებით 15 წლის წინათ გახდა ფიფას ლიცენზირებული აგენტი ...

09.06.2011

ინტერვიუ მურთაზ დაუშვილთან

ბუბა დაუშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ზესტაფონელი ერთადერთი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან მიწვეულთაგან, რომელსაც თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად ათამაშებდა ...

08.06.2011

"ზესტაფონის" თამამი მიზანი

"ლელომ" სეზონის საუკეთესო მწვრთნელად "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე დაასახელა. ეს არჩევანი, ალბათ, სადავო არ უნდა იყოს - "ზესტაფონმა" მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა და ისტორიაში პირველად დამსახურებულად იჩემპიონა ...

08.06.2011

ახალწვეული მარგველთა რიგებში

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 26 წლის ახალწვეულის სახელია თეიმურაზ ღონღაძე. ქართველი მცველი, რომელიც ბოლოს თბილისის ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს ...

07.06.2011

ჩემპიონთა პირველი ვარჯიში

მიმდინარე წლის 7 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა ...

06.06.2011

”ზესტაფონი” მზადებას იწყებს

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას იწყებს. ევროტურნირებისათვის საქართველოს ჩემპიონთა მომზადების მიზნით, გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა ...

03.06.2011

სტატისტიკა და ციფრები

საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივინდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

02.06.2011

ოცდაორი პირველობის ჯამური ცხრილი

30 მაისს დასრულდა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი. გთავაზობთ საქართველოს ოცდაორივე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის საერთო სტატისტიკურ მონაგარს... ”ზესტაფონს” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 220 მატჩი ...

01.06.2011

სეზონის ნომინანტები (დასასრული)

კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებული კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანი კი არ ყოფილა, არამედ გაზეთ "ლელოს" ქართული ფეხბურთის განყოფილების თანამშრომელთა შორის გამოკითხვის შედეგები შეჯამდა და ყველაფერი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ...

31.05.2011

სეზონის ნომინანტები

"ლელო" კიდევ ერთ ტრადიციულ რუბრიკას გთავაზობთ - "სეზონის ნომინანტებს"! ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენისთვის გარკვეული კრიტერიუმით ვიხელმძღვანელეთ; ჩემპიონატის გარდა, საქართველოს ნაკრების "ფაქტორიც" გავითვალისწინეთ ...

28.05.2011

ჩემპიონატის რჩეულნი

სეზონის რჩეულნი გვინდა წარმოგიდგინოთ და აქვე, შეგახსენებთ, რომ "ლელო" ყოველი ტურის დასრულების შემდეგ "ტურის სიმბოლურ ნაკრებთან" ერთად "ტურის მწვრთნელს" (ანალოგიურად, "თვის სიმბოლურ ნაკრებსა" და "თვის მწვრთნელს) ასახელებს ...

26.05.2011

შეიყვანეთ კლუბის მეპატრონე აღმასკომში

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს საინტერესო წინადადებით მიმართა. მისი აზრით, 25 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ასარჩევ აღმასკომში სასურველი იქნებოდა კერძო კლუბების წარმომადგენელთა არჩევა ...

25.05.2011

”ზესტაფონი” ჩემპიონია!

მთავარი მსაჯის საფინალო სასტვენმა ქართულ ფეხბურთში ახალი რეალობა დააფიქსირა: "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია! იმერული კლუბი ქვეყნის მთავარ ტიტულს თავისი არსებობის შვიდწლიან ისტორიაში პირველად და სრულიად დამსახურებულად დაეუფლა ...

23.05.2011

მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები ჩაიბარეს

”ზესტაფონმა” ”ოქროს სეზონის” დასკვნით შეხვედრაში თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს ...

23.05.2011

დუბლიორთა ვერცხლის ფინიში

2011 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი 36-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

23.05.2011

ზესტაფონელები ეროვნულ ნაკრებში

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – თემურ ქეცბაიამ, ქვეყნის უპირველესი გუნდის ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 3 ივნისს, ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება. სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ”ზესტაფონის” 6 ფეხბურთელი აღმოჩნდა ...

22.05.2011

სეზონის მაჟორული დასასრული

ჩემპიონის რანგში, “ზესტაფონმა” პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და ქომაგებს მართლაც საჩემპიონო თამაში უჩვენა. ქვეყნის ახალი ჩემპიონის სანახავად მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრები საკმაო რაოდენობით მივიდნენ, თანაც მათ აშკარად გაუმართლათ ...

21.05.2011

მართლა მწამს, რომ ლიგაში მოვხვდებით

"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონობისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა. ილია კოკაიას არჩეულმა გზამ და გია გეგუჩაძის მუშაობამ გაამართლა და პატარა იმერული ქალაქი საფეხბურთო კლუბის დამსახურებულ ჩემპიონობას აღნიშნავს ...

18.05.2011

ჩემპიონთა სტუმრობა ბოლნისში

18 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთხუთმეტე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივმა”სიონმა” საქართველოს 2011 წლის ჩემპიონს - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

18.05.2011

მთავარია, ყველამ ერთად ვირწმუნოთ...

”ზესტაფონი” არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ალალად მიაღწია ამ საამაყო შედეგს. მარგველებს ახლა საზეიმოდ ნამდვილად არ სცალიათ. ცოტა ხანში ისინი ჩემპიონთა ლიგაში დაიცავენ საქართველოს ღირსებას ...

17.05.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

“ამ სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ვიცი, რომ საუკეთესო თამაში წინ გვაქვს”, – თქვა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში “ზესტაფონის” მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ. 7 წელი – ამდენ ხანს ელოდა “ზესტაფონი” ჩემპიონობას ...

17.05.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

"ზესტაფონმა" შაბათს საქართველოს ჩემპიონობა გაიფორმა, იმერელთა 25 წლის ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა კი საკუთარ საგოლე აქტივს კიდევ ერთი ბურთი შემატა და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ...

16.05.2011

როცა ნაყოფი მომწიფდა...

ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ისტორიაში 2011 წლის 14 მაისი განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს. ამ დღეს ქალაქის წარმომადგენელმა საფეხბურთო კლუბმა პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები ...

15.05.2011

ბედნიერი ღამის ქრონოლოგია

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. ”საჩემპიონო მატჩის” დასრულებისთანავე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაიწყო ზეიმი, რომელმაც მოგვიანებით ქალაქში გადაინაცვლა ...

14.05.2011

“ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონია!

2011 წლის 14 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” უმასპინძლა უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” ...

11.05.2011

არის თუ არა საჭირო კითხვის ნიშნები?

მიმდინარე წლის 4 მაისს, ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ორ სექტორში, დაზიანდა და მთლიანად განადგურდა 258 პერსონალური სავარძელი ...

08.05.2011

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ფოთში

2011 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ფოთის სტადიონ ”ფაზისზე” ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”კოლხეთი-1913” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა ...

06.05.2011

აპრილის მოვლენები - ზესტაფონელი ლაურეატები

მრავალი ფეხბურთელი შესაძლებლობას ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ავლენდა. ჰოდა, გარჯა რატომ უნდა დავუკარგოთ? ან, იმ მწვრთნელების მუშაობა რატომ არ უნდა დაფასდეს, რომელთა გუნდებს მანიპულაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ ...

04.05.2011

თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი

2011 წლის 4 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ”ზესტაფონმა” პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა ...

03.05.2011

პრევიუ: ”ზესტაფონი” - ”ტორპედო”

სეზონში ერთმანეთში გამართულ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, მეტოქეთა შორის სრული თანაფარდობაა. ზესტაფონელებს ჩემპიონის ტიტულამდე ცოტაღა აშორებთ, სტუმრებისთვის კი ევროლიგაზე მოსახვედრი ერთადერთი საშუალება თასის მოპოვებაა ...

30.04.2011

კიდევ ერთი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ

2011 წლის 30 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ...

29.04.2011

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

ექვსი წლის წინ ილია კოკაიას მიერ დაფუძნებულმა "ზესტაფონმა" ივარგა, კლუბი გაიზარდა, დაღვინდა და ახლა ნაყოფის მოლოდინშია... ქვეყნის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბის დამფუძნებელი არასოდეს ცდილობდა ჩემპიონი ფულით და მაქინაციებით გამხდარიყო ...

26.04.2011

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან

გია გეგუჩაძე ორწელიწადნახევარია, კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობით სარგებლობს და ამ სეზონში მართლაც საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს... მატჩის შემდეგ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით ...

23.04.2011

მარგველებმა საჩემპიონო რბოლას ჩემპიონი ჩამოაცილეს

2011 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 31 ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა ...

20.04.2011

ზურაბ მენთეშაშვილის ეპოპეის ბედნიერი დასასრული

ს.კ. ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 31 წლის ახალწვეულის სახელია ზურაბ მენთეშაშვილი. ქართველი სპორტსმენი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კლუბში უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს ...

19.04.2011

თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი

2011 წლის 19 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის პირველი მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქუთაისში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” ესტუმრა ...

18.04.2011

ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან

სათასო დაპირისპირებების წინ ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდის ფეხბურთელებს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ. "ლელოს" რესპონდენტთა შორის არის "ზესტაფონის" 22 წლის მცველი გიორგი ხიდეშელიც... გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ...

15.04.2011

ცხინვალელთა იმერული ვოიაჟი

2011 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” ...

14.04.2011

კახა ცხადაძე ზესტაფონში მოედნის საფარმა მოხიბლა

მიმდინარე წლის 14 აპრილს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ ”ლელოში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძესთან, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მოედნებს შორის განსხვავებასა და ბევრ სხვა საინტერესო თემას ეხება ...

13.04.2011

ინტერვიუ გიორგი ჭანკოტაძესთან

მატჩის მიწურულს "დინამოს" კარში გატანილი გოლით "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ... ჩემპიონატის ერთ-ერთ საკვანძო შეხვედრაში გადამწყვეტი ბურთი იმერელთა 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ შეაგდო ...

12.04.2011

საფეხბურთო ოაზისი ზესტაფონში

"ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე" - ეს რომ ცარიელი სიტყვები არ არის, ამაზე მხოლოდ ადგილობრივი გუნდის წარმატებები კი არა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც მოწმობს. ამ ქალაქს დიდი ხანია, სტადიონი აქვს და იქ ნანახი აღძრავს დადებით ინტერესს ...

12.04.2011

გაზეთ ”ოლიმპის” პუბლიკაცია

კვირას ზესტაფონში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო. როცა ამას უყურებ კაცი, რწმუნდები, რომ ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა, რომ ის ცოცხალია და მომავლის იმედითაც ივსები. კარგი ფეხბურთი, დიდებული ამინდი, 4 000 მაყურებელი, მხურვალე ქომაგობა ...

11.04.2011

”ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე”

ამ სახელწოდების დიდი ბანერი, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შესვლისთანავე გეცემათ თვალში. ეს მხოლოდ რეკლამა არ გეგონოთ. ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" ერთად ნამდვილად ზრუნავს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ...

11.04.2011

ნათელი ფერები ”ფეროს” ქალაქში

“ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე” - ასეთი წარწერა აქვს ზესტაფონის სტადიონზე განთავსებულ მოზრდილ ბანერს. ახლა დავფიქრდეთ, ასეთი ბანერის გაკეთებას რა უნდა? ბევრი არც არაფერი, მოფიქრება და მცირე თანხა. მაგრამ ამის იქით არის მთავარი – მორალური უფლება ...

10.04.2011

გამარჯვება დინამოელებთან შეხვედრაში

2011 წლის 10 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. ტურისა და სეზონის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს ...

07.04.2011

ინტერვიუ ზურაბ მენთეშაშვილთან

ზურაბ მენთეშაშვილის პრობლემის შესახებ ”ლელოს” მკითხველი კარგადაა ინფორმირებული. მაინც შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებულმა გამოცდილმა ნახევარმცველმა "ზესტაფონთან” კონტრაქტი კი გააფორმა, მაგრამ ...

06.04.2011

მორიგი იმერული დერბი

2011 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდა ...

05.04.2011

ინტერვიუ ილია კოკაიასთან

სფფ-ს პრეზიდენტმა რომ ტელევიზიის მეშვეობით გაიგო ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის სკანდალური მატჩის პერიპეტიები, მასთან ერთად, ჩვენც გაგვაკვირვა. თუმცა, ყველაზე მეტად, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია გააკვირვა ...

02.04.2011

სტუმრობა ვეტერინარებთან

2011 წლის 2 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის მატჩები. თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” საფეხბურთო მოედანზე, ”ზესტაფონი” ადგილობრივ ”ვიტ-ჯორჯიას” დაუპირისპირდა ...

31.03.2011

ინტერვიუ  ბუბა დაუშვილთან

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ბევრი ამრეზით უყურებს, მაგრამ ფაქტია, ჩვენს პირველობაზეც არიან სანაკრებოდ ვარგისი ფეხბურთელები. ბუბა დაუშვილმა ძირითადში ითამაშა და როგორც ხორვატიასთან, ისე ისრაელთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე ...

28.03.2011

ამხანაგური მატჩი წყალტუბოელებთან

28 მარტს ”ზესტაფონმა”, რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას ზესტაფონში ვარჯიშობს და ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი ”სამგურალი” გახლდათ ...

26.03.2011

ზესტაფონელთა მზადება

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გადამწყვეტ ფაზაში შესული ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების კარსმომდგარი უმნიშვნელოვანესი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა ...

25.03.2011

გამოტოვებული მატჩი დინამოელთა დუბლიორებთან

2011 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის 20-ე ტურის გამოტოვებული მატჩი. "ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისში ადგილობრივი "დინამოს" მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

20.03.2011

ბოლნისელთა იმერული ვიზიტი

2011 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” ...

19.03.2011

პრევიუ: ”ზესტაფონი” - ”სიონი”

ხვალინდელი მატჩების მერე საქართველოს ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება; მიზეზი კი სანაკრებო თამაშებია: შეგახსენებთ, რომ 26 და 30 მარტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს ხორვატიასთან და ისრაელთან ...

16.03.2011

პრინციპული მატჩი სამტრედიაში

2011 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ ”სამტრედიას” დაუპირისპირდა ...

16.03.2011

ბუბა დაუშვილი: ”შიში ჩემთვის უცხოა”

ვინც ეროვნულ ჩემპიონატს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ბუბა დაუშვილი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა. იგი ნელ-ნელა ყალიბდება მაღალი დონის საყრდენ ნახევარმცველად. აკი თემურ ქეცბაიამაც ანდო ადგილი ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში ...

15.03.2011

ინტერვიუ კახა ალადაშვილთან

კახა ალადაშვილი "ზესტაფონს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. 27 წლის მარჯვენაფლანგელი ახალ გუნდს კარგად მოერგო და მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად და სასარგებლოდ მოქმედებს ...

12.03.2011

ფრე ფოთელებთან შეხვედრაში

2011 წლის 12 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913”-ს ...

07.03.2011

”ბაიას” სტუმრობა მარგვეთში

2011 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ...

05.03.2011

თებერვლის მოვლენები - "ზესტაფონი" შეუდარებელია

დროა გასული თვის საუკეთესო გუნდზე, "ზესტაფონზეც" ვთქვათ. გუნდი სრულიად ამართლებს ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსს. აღარაფერს ვამბობთ თამაშის ხარისხსა თუ სანახაობრივ მხარეზე: ამ მხრივ კი, "ზესტაფონი", მართლაც, უკონკურენტოა!

03.03.2011

მორიგი იმერული დერბი

2011 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დიდთოვლობის გამო გადადებული ორი მატჩი. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქუთაისის ”ტორპედოს” ...

03.03.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

განსაკუთრებით აქტიური და გამორჩეული გელაშვილი "ოლიმპთან" მატჩისას იყო და მასთან საუბარი სწორედ ამ შეხვედრით დავიწყეთ. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ რუსთაველთა კარში გატანილი გოლით ნიკა "ზესტაფონის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა...

27.02.2011

”ზესტაფონმა” ოლიმპი დაიპყრო

2011 წლის 27 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. უპრინციპულესი ხასიათის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” ...

26.02.2011

ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან

მძიმე ტრავმის გამო რატი წინამძღვრიშვილს დაახლოებით 2,5 წელიწადი გაუცდა და მოედანს შარშან დაუბრუნდა. შეუპოვარი ხასიათისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით რატიმ მაინც შეძლო საყვარელი საქმის კეთება და დღეს ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს ...

23.02.2011

”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება

სპორტულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ხორვატი ლეგიონერის გორან გრუიცას სახელთან დაკავშირებულ ამბავს. სამწუხაროა, როდესაც სპორტსმენი ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო მიზეზთა გამო ექცევა ...

23.02.2011

რიგგარეშე ვიზიტი თბილისში

23 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები. <ბილისის>თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” საფეხბურთო მოედანზე ”ზესტაფონი” ცხინვალის საფეხბურთო კლუბს ”სპარტაკს ” დაუპირისპირდა ...

23.02.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

დიდი ხანია, გია გეგუჩაძის ინტერვიუ აღარ შემოგვითავაზებია და მასთან გასაუბრება "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ვამჯობინეთ. "ზესტაფონის" თავკაცს ამ პრინციპულ შეხვედრაზეც ვკითხეთ, განვლილი შეკრებაც გავიხსენეთ და გუნდის მიზნებზეც ვისაუბრეთ ...

21.02.2011

ისევ მსაჯებისა და შეცდომების შესახებ ...

როგორც მოგეხსენებათ, ”ზესტაფონის” წარმომადგენლები, როგორც წესი, თავს იკავებენ მსაჯობის თემასთან დაკავშირებით კრიტიკული კომენტარების გაკეთებისაგან, თუმცა, ამჯერად ჩავთვალეთ საჭიროდ გამოგვეტანა ფართო საზოგადოებრიობის სამსჯავროზე ეპიზოდი ...

19.02.2011

სეზონის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა

2011 წლის 19 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უშუალო კონკურენტ თბილისის ”დინამოს” ესტუმრა ...

18.02.2011

ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან

“ზესტაფონი” სულ რამდენიმე დღის წინ გიორგი ფოფხაძით გაძლიერდა. გიორგის 7 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. საქართველოში უმაღლეს ლიგაში თბილისის “თბილისში” თამაშობდა, მერე დანიის “ვიბორგში” გადავიდა და 4,5 წელი გაატარა ამ კლუბში ...

17.02.2011

ქართულ ფეხბურთს მინდვრები სჭირდება

ქართულ სტადიონებზე მინდვრის საფარის უხარისხობა - ესაა პრობლემა, რომელზეც ხშირად საუბრობენ ... ის, რომ ”ქართული მოედნების” თემა ისევ იქაა, სადაც შარშან შემოდგომაზე ”დავტოვეთ”, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრებმაც ცხადჰყო ...

15.02.2011

კიდევ ერთი ახალწვეული

”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ფოფხაძე. სპორტსმენი, რომელიც ბოლო წლებში დანიურ ”ვიბორგში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2,5 (0,5+2 წლის სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს ...

13.02.2011

იმერული დერბი უამინდობის გამო გადაიდო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის გამო, 14 თებერვალს ზესტაფონში დანიშნული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი მოგვიანებით გაიმართება ...

12.02.2011

”ზესტაფონი” ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება

12 თებერვალს დაიწყო საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც თავის პირველ მატჩს ორშაბათს გამართავს, განაგრძობს ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას ...

08.02.2011

ბოლო მატჩი ”მარბელიას თასზე”

2011 წლის 8 თებერვალს ”მარბელიას თასზე” გაიმართა დასკვნითი შეხვედრები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მეშვიდე ადგილისათვის მატჩში ბულგარეთის წარმომადგენელს, ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს ” დაუპირისპირდა ...

07.02.2011

შეკრების ბოლოსწინა დღე

8 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების დასკვნით შეხვედრაში ზესტაფონელები პლოვდივის ”ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან. ხვალინდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე ბულგარეთის 2004 წლის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახლავთ ...

06.02.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

ესპანურ შეკრებაზე მყოფი “ზესტაფონი” “მარბელიას თასის” გათამაშების ეგიდით კიევის “დინამოს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. “მსოფლიო სპორტი” გუნდის თავკაც გია გეგუჩაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა....

06.02.2011

„ბენდელას თასის“ გათამაშება დასრულდა

დასრულდა აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი. გადამწყვეტ მატჩში ცხინვალის “სპარტაკი” თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობადაანარცხა . აღნიშნულ მატჩამდე კი “ბენდელას თასის” გათამაშების მესამეადგილოსანიც გამოვლინდა ...

05.02.2011

”თრილერი” გრანდთან შეხვედრაში

5 თებერვალს ”მარბელიას თასზე” გაიმართა ნახევარფინალური სტადიის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც 5-8 ადგილებისათვის ტურნირში ასპარეზობს, საბჭოთა და უკრაინული ფეხბურთის გრანდს, კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდა ...

04.02.2011

ახალი ამბები ესტეპონადან

5 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების მეორე შეხვედრაში ზესტაფონელები კიევის ”დინამოს” დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება და მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე გაიმართება ...

03.02.2011

ზესტაფონელები „ბენდელას“ თასის ნახევარფინალში

ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ”ზესტაფონის” დუბლშემადგენლობამ პირველი ლიგის ერთპიროვნულ ლიდერ მარტვილის “მერანს” უმასპინძლა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა ...

02.02.2011

მარცხი პრაღელებთან შეხვედრაში

2 თებერვალს სტარტი აიღო ”მარბელიას თასის” 2011 წლის გათამაშებამ. პრესტიჟული ტურნირის სასტარტო შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ჩეხური ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერთან, პრაღის საფეხბურთო კლუბ ”სპარტასთან” გამართა ...

01.02.2011

”მარბელიას თასის” სტარტზე

2 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები პრაღის ”სპარტას” დაუპირისპირდებიან. ორგანიზატორებმა, გუნდებთან შეთანხმებით, მატჩის დაწყების დრო შეცვალეს და ის 14:30 საათზე დაიწყება ...

31.01.2011

ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გორან გრუიცა. ხორვატი სპორტსმენი, იმერულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა ...

30.01.2011

აღდგენის დღე

30 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულები. დილით გუნდმა დაისვენა, დღის მეორე ნახევარში მსუბუქად ივარჯიშა, ხოლო საღამოს აღდგენითი ხასიათის პროცედურები აუზში გაიმართა ...

29.01.2011

მატჩი პოლონეთის ჩემპიონთან

29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ესპანური შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ზესტაფონელთა მეტოქე პოლონური ფეხბურთს ერთ-ერთი მოწინავე კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ქალაქ პოზნანის საფეხბურთო კლუბი ”ლეხი” გახლდათ ...

28.01.2011

ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება „ბენდელაზე“

გრძელდება აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები. 2011 წლის 27 იანვარს ზესტაფონელთა დუბლები “ავაზა-ვისოლის” გუნდს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 4:2 დასრულდა ...

27.01.2011

ვარჯიში ”მარბელია ფუტბოლ ცენტრში”

27 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მარბელიას საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშა. სწორედ აქ გაიმართება ”მარბელიას თასის” გათამაშების მატჩების უმეტესობა. დღევანდელ ვარჯიშზე კი ძირითადი აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ დატვირთვებზე გაკეთდა ...

26.01.2011

პირველი ვარჯიში პირენეის ნახევარკუნძულზე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. 26 იანვარს, ესპანეთის სამეფოში, დაიწყო სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპი ...

25.01.2011

”ზესტაფონი” ესპანეთში

2010 წლის 25 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, მიუნხენისა და ბარსელონას გავლით, მალაგაში ჩაფრინდა. ხოლო მალაგადან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ზესტაფონელები დანიშნულების ადგილას, ქალაქ ესტეპონაში ჩავიდნენ ...

24.01.2011

”ზესტაფონი” ესპანეთში მიემგზავრება

2011 წლის 25 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიემგზავრება ესპანეთში, სადაც, 26 იანვრიდან 9 თებერვლამდე პერიოდში, გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მეორე მოსამზადებელი ეტაპი...

23.01.2011

წარმატებული სტარტი ”ბენდელას თასზე”

დაიწყო აფხაზეთის ომის გმირის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი. დღეს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლიორები რევაზ ძოძუაშვილის აკადემიის გუნდს შინ დაუპირისპირდნენ ...

22.01.2011

ამხანაგური მატჩი სამტრედიელებთან

მიმდინარე წლის 22 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” გახლდათ ...

21.01.2011

ზურაბ მენთეშაშვილი ”ზესტაფონში” ვარჯიშს შეუდგა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” 30 წლის ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების მაისურით 40 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი, რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა აწუხებს, ვარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა ...

19.01.2011

ამბები მარგველთა ბანაკიდან

”ზესტაფონი” კვლავაც განაგრძობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას. 22 იანვარს ზესტაფონელები თანარეგიონელ საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ...

17.01.2011

”მწვანეები” ”წითლების” წინააღმდეგ

17 იანვარს ზესტაფონელებმა ერთმანეთში ორმხრივი შეხვედრა ჩაატარეს. გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა ...

15.01.2011

ზემოიმერლები მზადებას განაგრძობენ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისათვის მზადებას მარგველთა დუბლშემადგენლობაც შეუდგა ...

14.01.2011

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

“ზესტაფონმა” ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადება ათ იანვარს განაახლა. გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და დღეში ორჯერ ვარჯიშობს. “მსოფლიო სპორტი” ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა ...

12.01.2011

ინტერვიუ ნიკოლოზ გელაშვილთან

“ჯერჯერობით, “ზესტაფონში” ვარ და რომელი კლუბია ჩემით დაინტერესებული ან რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვერ გეტყვით. უბრალოდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ისე კი, უცხოეთის კლუბში წასვლის სურვილი რომელ ქართველ ფეხბურთელს არ აქვს...”

10.01.2011

პირველი ვარჯიში ახალ წელიწადში

10 იანვარს ”ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა ...

 

წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
წინა გვერდი: შემდეგი გვერდი:
 
   
FC ZESTAFONI © 2005