03.06.2011

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივინდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადღეისოდ გამართული აქვს 220 მატჩი, აქედან 127 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 46 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 47-ჯერ კი იმარჯვეს მარგველთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 366-176. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 427 ქულა.

სწორედ ახლახან დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” იზეიმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი საიუბილეო 300-ე გოლი. რუსთავის ”ოლიმპთან” 2010 წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში საიუბილეო გოლის ავტორად ნიკოლოზ გელაშვილი მოგვევლინა. საინტერესოა, რომ სწორედ ნიკოლოზ გელაშვილი გახლავთ მარგველთა 200-ე გოლის ავტორიც, მან ის 2008 წლის 2 ნოემბერს ”გაგრასთან” მოგებულ მატჩში გაიტანა. 100-ე გოლი 2006 წლის 18 ნოემბერს ლეგენდარულმა ზურაბ იონანიძემ თელავში გაიტანა, ხოლო უმაღლეს ლიგაში ”ზესტაფონის” პირველი გოლი გიორგი ქურციკიძის ანგარიშზეა (2004 წლის 2 აგვისტო, ს. კ. ”თბილისთან” საშინაო შეხვედრა).

2010 წლის 26 ნოემბერს ”სამტრედიასთან” 7-0 მოგებული მატჩი არა მხოლოდ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ კლუბის ისტორიაში დაფიქსირებული სარეკორდო ანგარიში განმეორდა (2007 წლის 16 მაისს ასეთივე ანგარიშით დასრულდა მატჩი თელავის "კახეთთან"), არამედ იმითაც, რომ ეს დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" ეროვნულ ჩემპიონატში გამართული 200-ე მატჩი გახლდათ.

ალექს ბენაშვილი გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” გადალახა. მან ეს ცხინვალის ”სპარტაკთან” 2011 წლის 23 თებერვალს სტუმრად გამართულ შეხვედრაში მოახერხა და ჩემპიონატის ფინიშს 110-მატჩიანი მაჩვენებლით შეეგება. მანამდე ამ მიღწევით მხოლოდ 3 ფეხბურთელი თუ მოიწონებდა თავს - სევასტი თოდუას ”ზესტაფონის” ღირსება 116, გიორგი ხიდეშელს - 114, ხოლო ზურაბ იონანიძეს - 113 შეხვედრაში დაუცავთ. გუნდში სადღეისოდ მოასპარაზე ფეხბურთელთაგან ”100-მატჩიანი ზღვარს” ახლოს ერთბაშად 4 ფეხბურთელი მიუახლოვდა - მურთაზ დაუშვილი - 97, ნიკოლოზ გელაშვილი - 96, ირაკლი ძარია - 93, ხოლო როინ კვასხვაძის ანგარიშზე გუნდის მაისურით გამართული 83 მატჩია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლუბის ღირსება ერთბაშად 6 ეროვნულ ჩემპიონატში 4 ფეხბურთელს (ზურაბ იონანიძე, გიორგი ხიდეშელი, ალექს ბენაშვილი და როინ კვასხვაძე) დაუცავს .

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილი” - სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ნიკოლოზ გელაშვილი ლიდერობს, ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 56 გოლია. 48 გოლით მეორე ადგილზე ზურაბ იონანიძე გახლავთ. შესაბამისად 24 და 20 გატანილი გოლით, მათ კვალში ჯაბა დვალი და გოგა ფიფია მოჰყვებიან.

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXII ეროვნულ ჩემპიონატში

ფეხბურთელი

თამაში

ყვითელი

წითელი

გოლი

რ. კვასხვაძე
35
2
-
- 18
გ. ონიანი
35
4
-
3
აფციაური
34
3
-
5
გრიგალაშვილი
34
1
-
5

დვალი

34
6
-
12

გელაშვილი

33
2
-
18

ელიავა

31
2
-
-

ბაბუნაშვილი

31
4
-
-

დაუშვილი

30
2
-
4

წინამძღვრიშვილი

30
3
-
13

ალადაშვილი

29
9
-
2
 

ფეხბურთელი

თამაში

ყვითელი

წითელი

გოლი

გორგიაშვილი

28
2
-
3

ძარია

27
4
-
2

ბენაშვილი

26
3
-
-
ხიდეშელი
23
4
1
1
კობახიძე
18
2
1
2

ფიფია

11
-
-
-

ფოფხაძე

6
-
-
-

ლომია

4
1
-
-

ჭანკოტაძე

3
2
-
1
მამალაძე
1
-
-
- 1
გეწაძე
1
-
-
-
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005