საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” 30 წლის ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი გამოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 40 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი, რომელსაც უმნიშვნელო ტრავმა აწუხებს, ვარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და ზურაბ მენთეშაშვილის მომავალი ურთიერთობების საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.