24.01.2011

 

 

 

”ზესტაფონი” ანდალუსიაში მიემგზავრება.

 

 

 

 

ჩემპიონატის განახლებისათვის ”ზესტაფონი” ისევ ანდალუსიაში მოემზადება.

2011 წლის 25 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება ესპანეთში, სადაც, 26 იანვრიდან 9 თებერვლამდე პერიოდში, გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების დასკვნითი, მეორე მოსამზადებელი ეტაპი.

 

უნდა მოგახსენოთ, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგები დატოვეს და თავის საფეხბურთო კარიერას სხვა გუნდებში გააგრძელებენ გიორგი ცხადაია და კარენ მაკარიანი. რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის ფეხბურთელ გიორგი მიქაბერიძეს, ის, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიაშია” განათხოვრებული.

 

”პირენეულ იბერიაში” კი შემდეგი 24 ფეხბურთელი გაემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, გორან გრუიცა;

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, კახაბერ ალადაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, გოგი ფიფია, საბა ლომია, ნიკოლოზ ჩიხლაძე.

გუნდი ესპანეთის სამეფოში თბილისი-მიუნხენი-ბარსელონა-მალაგა-ესტეპონას მარშრუტით 25 იანვარს, დილის 5 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. ზესტაფონელები კარგად ნაცნობ სასტუმრო ”H 10 Estepona Palace”-ში დაბინავდებიან ...


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005