06.06.2010

 

 

 

”ზესტაფონი” მზადებას იწყებს

 

 

 

 

 

ზესტაფონელები უეფას ჩემპიონთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ

2011 წლის 7 ივნისიდან საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2011-2012 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას იწყებს. ევროპული ტურნირებისათვის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულთა საუკეთესოდ მომზადების მიზნით, გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა.

 

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 გათამაშების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა შვეიცარიულ ნიონში 20 ივნისს გაიმართება, ხოლო ზესტაფონელები ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან და თავის სასტარტო შეხვედრებს 12-13 და 19-20 ივლისს გამართავენ ...

ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში დებიუტისათვის მომზადების პირველი ეტაპი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებით თბილისში გუშინ დაიწყო, ხოლო ხვალიდან უკვე ზესტაფონში გაგრძელდება. მზადების ეს ეტაპი მიმდინარე წლის 20 ივნისამდე გასტანს.

ხოლო 21 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის მხარეში. ალპური შეკრების მიმდინარეობისას იგეგმება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005