10.04.2011

 

 

 

გამარჯვება დინამოელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

გიორგი ჭანკოტაძის გოლი. ბადრი კეთილაძის ფოტო

2011 წლის 10 აპრილს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. ტურისა და სეზონის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს”.

 

მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტთან მატჩს ზესტაფონელები უდიდესი დანაკლისით შეხვდნენ (დისკვალიფიცირებული ნიკოლოზ გელაშვილისა და მურთაზ დაუშვილის არყოფნას გიორგი ხიდეშელისა და ზურაბ მამალაძის ტრავმებიც დაემატა), შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელები გოლის გატანასთან ახლოს შეხვედრის პირველ ნახევარშიც იყვნენ, თუმცა სტუმართა კარის აღება მატჩის პირველ ნაწილში არ მოხერხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დინამოელებმა სცადეს მატჩის სცენარის შეცვლა და რამდენიმე სახიფათო კონტრიერიშიც განახორციელეს. იმერლებიც თავის შანსს სტუმართა კარის სიახლოვეს ეძებდნენ. თავის გუნდის დაწინაურების შანსები რატი წინამძღვრიშვილსა და თორნიკე გორგიაშვილს მიეცათ, მაგრამ მატჩისათვის განკუთვნილი 90 წუთი გოლის გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მატჩის არბიტრ თორნიკე გვანცელაძის მიერ დამატებული პირველივე წუთი აღმოჩნდა მასპინძელთათვის უდიდესი სიხარულის მომტანი - ზესტაფონელთა ხანგრძლივი მრავალსვლიანი შეტევა თორნიკე აფციაურის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებით და შეცვლაზე შემოსული საბა ლომიას ასევე მეორე ნახევარში მოედანზე შემოსულ გიორგი ჭანკოტაძეზე იდეალური გადაცემით გაგრძელდა, გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩენილ ახალგაზრდა ფეხბურთელს გოლის გატანა არ გასჭირვებია. მარგველთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 1-0.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
კახა კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ‘ზესტაფონს” უპირატესობა ჰქონდა, შესვენების შემდეგ აქტიურად ვითამაშეთ და შეტევების ბოლო ფაზაში გვიჭირდა. ჩემი გაკეთებული შეცვლები იმას ნიშნავდა, რომ ფრეზე არ გამიკეთებია აქცენტი”.
გია გეგუჩაძე:გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, აქტიურად გვიჭერდნენ მხარს. ბურთის ფლობასა და საგოლე მომენტების რაოდენობას თუ თვალს გადავავლებთ, თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ვფიქრობ, დამსახურებულადაც მოვიგეთ.
ლომია და ჭანკოტაძე ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან, ამდენად, ისინი რომ თამაშში ჩავრთე, ამაში უცნაური არაფერია. შანსი მიეცათ და გამოიყენეს კიდეც. რაც შეეხება ხიდეშელის არყოფნას, მას კოჭის ტრავმა აქვს და ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ ვერა შემდეგ მატჩში
”.

 

10.04.2011 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 აპრილს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე მარგველები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” დაუხვდებიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005