კახა ცხადაძე ზესტაფონში მოედნის საფარმა მოხიბლა
მიმდინარე წლის 14 აპრილს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ ”ლელოში” დაიბეჭდა აზერბაიჯანული "ინტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძესთან, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის მოედნებს შორის განსხვავებასა და ბევრ სხვა საინტერესო თემას ეხება. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ქართველი სპეციალისტი 10 აპრილს გამართული ”ზესტაფონი” - ”დინამოს” მატჩისა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მოედნის საფარის შესახებ საუბრობს ...
"ცხადაძე კვირას "ზესტაფონი"-"დინამოს" შეხვედრას დაესწრო და ზესტაფონის სტადიონზე დაგებული ბალახის საფარი ისე მოეწონა, აზერბაიჯანელებს მაგალითად დაუსახა.
"მსურს თემას დროებით მოვწყდე და მოედნების პრობლემაზეც ვილაპარაკო. უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას დავესწარი. იმდენად კარგი იყო მოედანი, გუნდებს ხარისხიანი თამაშის ჩვენებაში დაეხმარა. ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანშიც ასეთი მოედნები იყოს, რადგან ეს ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხებთ ევროთასებზე რაიმე წარმატებების მიღწევას. საფრის გაუმჯობესება ხომ უფრო სწრაფი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას მოგვცემს. სამწუხაროდ, უხარისხო და უსწორმასწორო მოედნების გამო, დღეს აზერბაიჯანში ასეთი თამაში სანატრელი გვაქვს...""
|