18.05.2011

 

 

 

 

ჩემპიონთა სტუმრობა ბოლნისში

 

 

 

 

 

 

2011 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთხუთმეტე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”სიონმა” საქართველოს 2011 წლის ჩემპიონს - საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელებმა ტრავმირებული ნიკოლოზ გელაშვილი მოისაკლისეს. პირველივე წუთებიდან სტუმართა დიდი სათამაშო ინიციატივით წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტის შექმნაც სწორედ ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს - მარგველთა იერიში ალექსი ბენაშვილის მინდია ბობღიაშვილის კარის მიმართულებით უძლიერესი დარტყმით დასრულდა, თუმცა ეს დარტყმული ბოლნისელთა კარის ხარიხამ მოიგერია. ბოლნისის სტადიონის მძიმე საფარზე ბურთის გაგორება ძალიან რთული გახლდათ, აქედან გამომდინარე თამაში სახიფათი მომენტების სიმრავლით არ იყო დასამახსოვრებელი. ბურთზე და ტერიტორიაზე ზესტაფონელთა მიერ დაწესებული კონტროლის მიუხედავად, ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ტაიმის მიწურულს ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს - ზესტაფონელთა კურიოზული შეცდომა რეზო ჯიქიამ მშვენივრად შეირგო.

მეორე ტაიმში სტუმრებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, სამი ფორვარდითაც კი შეუტიეს ბოლნისელთა კარს, თუმცა მასპინძლებმა მათთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოახეხეს. ზესტაფონელებმა კი წაუგებელი მატჩების 20-მატჩიანი სერია ოცდამეერთე შეხვედრაში დაასრულეს, ”სიონის” გამარჯვება ანგარიშით 1-0.

18.05.2011 - ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ოცდამეთექვსმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 მაისს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე თბილისის საფეხბურთო კლუბი ”ვიტ-ჯორჯია” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005