26.03.2011

 

 

 

ზესტაფონელთა მზადება

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გადამწყვეტ ფაზაში შესული ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების კარსმომდგარი უმნიშვნელოვანესი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა.

 

გუნდი ზესტაფონში ხუთშაბათს შეიკრიბა. იმერლები, რომელთაც ქვეყნის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული ერთბაშად 6 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, კახაბერ ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, მურთაზ დაუშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი და მამუკა კობახიძე) აკლიათ, კლუბის ბაზაზე ვარჯიშობენ. გამოაკლდნენ სავარჯიშო პროცესს გოგი ფიფია და ზურაბ მენთეშაშვილი - საზარდულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ორივე ამ ფეხბურთელს ქირურგთა დახმარება დასჭირდა და მათ მწყობრში დაბრუნებას 5-6 კვირა დასჭირდება. ყველა დანარჩენი ფებურთელი (ალექს ბენაშვილს უმნიშვნელო მიკროტრავმა აწუხებს და ის ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება) გია გეგუჩაძის განკარგულებაშია და მომავალი მატჩებისათვის მაქსიმალური კონცენტრაციითა და მონდომებით ემზადება. გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც იმერელთა ერთ-ერთი ვარჯიშის ამბებს ასახავს.

 

 

 
 
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005