06.02.2011

 

 

 

„ბენდელას თასის“ გათამაშება დასრულდა.

 

 

 

 

დასრულდა აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი. გადამწყვეტ მატჩში ცხინვალის “სპარტაკი” თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო.



აღნიშნულ მატჩამდე, რუსთავის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, “ბენდელას თასის” გათამაშების მესამეადგილოსანიც გამოვლინდა. “გაგრასა” და “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობათა (ზესტაფონელები ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის დინამოელებთან უიმედოდ დამარცხდნენ) შეხვედრის ძირითადი დრო უგოლო მიილია, 11-მეტრიანების სერიაში კი, უფრო ზუსტნი გაგრელები აღმოჩნდნენ - 5:4.

 

www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005