”ზესტაფონი” ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება.
|
”ზესტაფონი-2”-ს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უწევს მზადება.
|
12 თებერვალს დაიწყო საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც თავის პირველ მატჩს ორშაბათს გამართავს, განაგრძობს ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.
გია გეგუჩაძე გუნდის შეკრებას 11 თებერვალს ზესტაფონში გეგმავდა, თუმცა, ზემო იმერეთში უხვად მოსულმა თოვლმა მარგველთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. 11 და 12 თებერვალს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელ-ფეხბურთელები თბილისში დარჩნენ და მზადების პროცესიც დედაქალაქში გაგრძელდა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგნენ გიორგი ხიდეშელი და ნიკოლოზ გელაშვილი, რომლებმაც ესპანეთში გამართული საწვრთნელი შეკრება პროფესიული მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური დამოკიდებულების გამო ნაადრევად დატოვეს. ორივე ფეხბურთელის მიმართ, საწვრთნელი შეკრებიდან გათავისუფლებისა და დისკვალიფიკაციის გარდა, გატარებულია ფინანსური ხასიათის სანქციებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის სასტარტო შეხვედრაში, რომელიც 14 თებერვალს 16:00 საათზეა დანიშნული, მარგველებმა ქუთაისის ”ტორპედოს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უნდა უმასპინძლონ.
|