25.01.2011

 

 

 

”ზესტაფონი” ესპანეთში.

 

 

 

 

2011 წლის 25 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, მიუნხენისა და ბარსელონას გავლით, მალაგაში ჩაფრინდა. ხოლო მალაგადან ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ზესტაფონელები დანიშნულების ადგილას, ქალაქ ესტეპონაში ჩავიდნენ ...

 

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისი-მიუნხენი-ბარსელონას მარშრუტით რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, მალაგას მიმართულებით გადაფრენის მომლოდინე ქართულ დელეგაციას. თავისუფალი დროის 6-საათიანი მონაკვეთი გამოუჩნდა. არაა გასაკვირი, რომ აეროპორტში ”დროის კვლას”, ზესტაფონელებმა ულამაზესი ქალაქ ბარსელონას მონახულება ამჯობინეს.

თავდაპირველად ”ზესტაფონის” ფეხბურთელები, მწვრთნელები და ტექნიკური პერსონალი სახელგანთქმულ სტადიონ ”კამპ ნოუს” ესტუმრნენ, ხოლო ამის შემდეგ კი ქალაქ ბარსელონას ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს ...

25 იანვარი გუნდმა ბარსელონა-მალაგას მარშრუტით ერთსაათიანი გადაფრენითა და მალაგადან ესტეპონამდე ავტობუსით მგზავრობით დაასრულა. იმერული გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”H10 Estepona Palace”-ში, სადაც იმერელთა გარდა, სეზონის განახლებისათვის შვეიცარიული ”სიონი” და პოლონური პოზნანის ”ლეხი” ემზადებიან. ესპანურ შეკრებაზე ზესტაფონელთა პირველი ვარჯიში დღეს გაიმართება.

ზესტაფონელები ”კამპ ნოუზე”
”ბარხელონას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლადისლავ კუბალას ძეგლი
”კამპ ნოუ”
”კამპ ნოუ”
”კამპ ნოუ”
”ბარსელონას” 100-წლისთვის მიძღვნილი მონუმენტი
მოედანი ”ესპანია”
ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლთან
ქალაქის დათვალიერებისას
ბარსელონას პორტში
სასტუმრო ”H10 Estepona Palace
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005