08.05.2011

 

 

 

 

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ფოთში

 

 

 

 

 

 

2011 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ფოთის სტადიონ ”ფაზისზე” ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”კოლხეთი-1913” ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა, რომელიც ფოთის სტადიონ ”ფაზისის” უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მინდორზე გაიმართა, ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველივე წუთებიდან სტუმრებმა იგდეს ხელთ სათამაშო ინიციატივა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტის შექმნა ფოთელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს - მასპინძელთა სწრაფი იერიში ლაშა გვალიას როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასვლით დასრულდა, თუმცა მისი დარტყმული ზესტაფონელთა კარის ხარიხამ მოიგერია. ამის შემდეგ გოლის გატანა უკვე სტუმრებს მართებდათ - ნიკა გელაშვილისა და შოთა გრიგალაშვილის გააზრებული კომბინაცია ამ უკანასკნელის ახლო მანძილიდან დარტმით დასრულდა, თუმცა ზღვისპირელები გოლისაგან მეკარე ლაშა ძაგანიამ იხსნა.

ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა - შოთა გრიგალაშვილის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ თორნიკე გორგიაშვილი ფოთელთა საჯარიმოში შეიჭრა, მასპინძელთა გოლკიპერს გასცდა და თავის გუნდი დააწინაურა. ფოთელებმა ზუსტად 9 წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - გოლი გიგა კვერენჩხილაძის ანგარიშზეა. 70-ე წუთზე ისევ სტუმრები დაწინაურდნენ - ზღვისპირელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა მამუკა კობახიძემ და უმაღლეს ლიგაში თავის სადებიუტო გოლი გაიტანა. 78-ე წუთზე ბუბა დაუშვილმა მარგველთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა, 86-ე კი შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე აფციაურმა ანგარიშში სტუმართა უპირატესობა დიდამდეც გაზარდა. ზესტაფონელებმა, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს, ფოთში 4-1 იმარჯვებენ და შინ 3 ქულით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.

 

08.05.2011 - ”კოლხეთი-1913” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 1-4

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 14 მაისს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005