20.03.2010

 

 

 

ბოლნისელთა იმერული ვიზიტი

 

 

 

 

 

2011 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს”.

 

სულ რამდენიმე დღის წინ ფოთელებთან გამართული წარუმატებელი საშინაო შეხვედრის მსგავსად, ბოლნისელებთან დღევანდელი დაპირისპირებაც ზესტაფონელთა გამოკვეთილი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ისევ უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ზესტაფონელები განუწყვეტლივ უტევდნენ სტუმართა კარს, თავის გამოჩენისა და საკუთარი გუნდის დაწინაურების შესაძლობლობა მურთაზ დაუშვილს, შოთა გრიგალაშვილს, ირაკლი ძარიას, ჯაბა დვალს, თორნიკე გორგიაშვილს, ნიკოლოზ გელაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს მიეცათ, თუმცა ზემოიმერლებმა ყველა სახიფათო მომენტი გაანიავეს - კიდევ ერთი დასანანი ფრე 0-0 ...

 

20.03.2011 - ”ზესტაფონი” - ”სიონი” (ბოლნისი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს ეროვნული პირველობის ერთპიროვნული ლიდერი 2 აპრილს თბილისში გამართავს. საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის დასკვნითი, ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005