11.05.2011

 

 

 

 

არის თუ არა საჭირო კითხვის ნიშნები?

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 4 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის (რომელშიც ზესტაფონელებმა ქუთაისის ”ტორპედოს” უმასპინძლეს) დასრულების შემდეგ, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის მეექვსე სექტორში, რომელიც სტუმართა გუნდის ქომაგისათვის იყო საგანგებოდ გამოყოფილი და მის გვერდით განთავსებულ მეხუთე სექტორში, დაზიანდა და მთლიანად განადგურდა 258 პერსონალური სავარძელი.

 

 

ცნობილია, რომ მატჩის მეორე დღეს ”დავით აბაშიძეს” ქუთაისური კლუბის წარმომადგენლები ეწვივნენ და ზემოიმერულ მხარეს ვაიგულშემატკივართა ქმედებათა შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ. კლუბებმა საგანგებო პრეს-კონფერენციაც კი გამართეს, რომელიც ფართოდ გააშუქა ქართულმა მედიამ და რომელზეც ორივე კლუბის მხრიდან ვანდალიზმის გმობასთან ერთად, ხმამაღლა გაცხადდა ”ტორპედოს” მზაობა ზესტაფონის სტადიონის წესრიგში მოყვანის შესახებ ...

შაბათს, 14 მაისს, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე, მარგველებმა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” უნდა უმასპინძლონ. ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხის გამცემი შეიძლება გახდეს და ზესტაფონელთათვის სეზონის მატჩიც კი გამოდგეს...

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ არენაზე სადღეისოდ არსებულ ვითარებას ასახავს.

 

 
 
 
 
 
 
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005