კიდევ ერთი ახალწვეული.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ფოფხაძე. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში დანიის საფეხბურთო კლუბ ”ვიბორგში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2,5 (0,5+2 წლის სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
გიორგი ფოფხაძე - მცველი; დაბადებულია - 25.09.1986; სიმაღლე - 182 სმ, წონა - 78 კგ.
2006 წლის 2 სექტემბერს ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც სადღეისოდ გიორგი ფოფხაძეს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, ქვეყნის ახლაგაზრდული ნაკრების მაისურით კი 12-ჯერ უასპარეზია.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”თბილისი” (თბილისი) - 2004-2006, ”ოლიმპიაკოსი” (პირეოსი, საბერძნეთი) - 2006, ”ვიბორგი” (ვიბორგი, დანია) - 2006-2010.
მარგველთა ღირსებას გუნდის ახალწვეული 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|