22 მაისს საქართველოს 2011 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ”ოქროს სეზონის” დასკვნით შეხვედრაში თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა და ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებითა და საჩემპიონო ფეხბურთით დაასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს. გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც გუშინ ”დავით აბაშიძეზე” განვითარებულ ამბებს ასახავს.
ს.კ.”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, ვლადიმერ ცაგარეიშვილის, ნიკოლოზ ჩუბინიძისა და თემურ კვინიკაძის ფოტოები