28.05.2011

 

 

 

 

 

ჩემპიონატის რჩეულნი

 

 

 

 

 

 

ორი დღის წინ ყველა ის ფეხბურთელი ვახსენეთ, ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში გოლი ვინც გაიტანა; ახლა კი სეზონის რჩეულნი გვინდა წარმოგიდგინოთ და აქვე, შეგახსენებთ, რომ "ლელო" ყოველი ტურის დასრულების შემდეგ "ტურის სიმბოლურ ნაკრებთან" ერთად "ტურის მწვრთნელს" (ანალოგიურად, "თვის სიმბოლურ ნაკრებსა" და "თვის მწვრთნელს) ასახელებს.

გარკვეულ მიზეზთა გამო ორჯერ (კერძოდ, XXXII და XXXV ტურში) არ შეგვიდგენია "ტურის სიმბოლური ნაკრები", ასევე მაისის "თვის სიმბოლურ ნაკრებზეც" უარი ვთქვით, თუმცა სეზონის დაწყებიდან იმდენი მატჩი ჩატარდა, რომ ახლა, როც ჩემპიონატი უკვე დამთავრდა, ვფიქრობთ, შეჯამების დროც მოვიდა.

 

ნომინანტების ჩამოთვლას, მწვრთნელებით დავიწყებთ და ალბათ, არავისთვის იქნებოდა მოულოდნელი გია გეგუჩაძის უპირატესობა კოლეგებთან შედარებით: საქართველოს ახალი ჩემპიონის, "ზესტაფონის" თავკაცი ყველაზე მეტჯერ, ექვსჯერ მივიჩნიეთ "ტურის მწვრთნელად". გეგუჩაძემ პირველობა არც "თვის მწვრთნელებში" დათმო: "ზესტაფონის" ტრიუმფალური სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ ოთხჯერ დავასახელეთ და, ალბათ, არც ეს ფაქტი იქნებოდა ვინმესთვის საკამათო.

მეკარეებში საუკეთესო შედეგი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს, 25 წლის გიორგი ლორიას აქვს - ექვსჯერ "ტურის სიმბოლურში" მოხვდა, ორჯერ კი (ისე როგორც "ტორპედოს" მეკარე, 26 წლის ომარ მიგინეიშვილი) - "თვის სიმბოლურში".

მცველებს შორის მართლაც ჩინებული შედეგით შეუძლია თავი მოიწონონ ლევან ხმალაძესა და თენგიზ ჩიკვილაძეს: "დინამოს" 26 წლის მარცხენაფლანგელმა ჩვეული სტაბილურობით ჩაატარა მთელი სეზონი და თანაამპლუელთა შორის ყველაზე მეტჯერ (ათჯერ) მოხვდა "ტურის სიმბოლურში". ამპლუით ასევე მარცხენა მცველია, 27 წლის თენგიზ ჩიკვილაძე - ქუთაისის "ტორპედოს" მცველმა-გოლიადორმა ამ სეზონშიც გაიტანა ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები. ხმალაძისა და ჩიკვილაძის მსგავსად, სტაბილურად ჩაატარეს სეზონი 23 წლის გიორგი რეხვიაშვილმა ("ოლიმპი") და 22 წლის გულვერდ თომაშვილმა ("დინამო"). იმავეს თქმა შეიძლებოდა "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენაფლანგელზეც, 24 წლის გიგა ბეჭვაიაზეც, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ ფეხბურთელს (ისე როგორც როინ ონიანს, სპარტაკ გოგიასა და კახაბერ კირთაძეს) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მაისის დასაწყისში... სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა...

ნახევარდაცვაში სამი "გამოკვეთილი" ლიდერი გვყავს: 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), 26 წლის რევაზ გეწაძე ("ოლიმპი") და 22 წლის ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი). ანუ, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ამ სამივე ნახევარმცველს ადგილი "დაბევებული" აქვს; აი, რაც შეეხება ამ რგოლის "სრულად დაკომპლექტებას", აქ უკვე არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა: "ზესტაფონის" ორ ნახევარმცველს, 31 წლის თორნიკე აფციაურსა და 24 წლის შოთა გრიგალაშვილს "ტურისა და თვის სიმბოლურებში" აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებელი აღმოაჩნდათ; თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტ, მეორე ეტაპზე გრიგალაშვილმა უფრო შთამბეჭდავად იასპარეზა...

თავდასხმაში, როგორც მოსალოდნელი იყო, უკონკურენტო გახლდათ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 25 წლის ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), რომელსაც, საერთოდაც, საუკეთესო შედეგი ჰქონდა: 13-ჯერ მოხვდა "ტურის სიმბოლურში" და ოთხჯერ "თვის სიმბოლურში"!

საუკეთესო ბომბარდირთა დავაში გელაშვილის შემდეგ, მეორე ადგილი ირაკლი მოდებაძემ დაიკავა - "ოლიმპის" 26 წლის ახალწვეულმაც, ვფიქრობთ, რომ სამართლიანად დაიმსახურა "ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში" მოხვედრა.

ისე, არავინ იცის, თუ როგორი "სახე" ექნებოდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებს, რამდენიმე ფეხბურთელს მეორე ეტაპზეც საქართველოს ჩემპიონატში რომ ეასპარეზა; ყოველ შემთხვევაში, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ დავით მუჯირი ("დინამო"), ჯაბა ლიპარტია და ირაკლი კლიმიაშვილი (ორივე-"ვიტ ჯორჯია") სეზონის რჩეულთა შორის მოხვედრილიყვნენ...

მწვრთნელები
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი)-6, კახა კაჭარავა (დინამო)-5, გია გიგატაძე (ტორპედო)-4, გელა სანაია (სამტრედია)-3, თემურ მახარაძე (ოლიმპი)-2, მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია)-2, ხვიჩა ქასრაშვილი (სიონი)-2, სოსო ფილია (კოლხეთი)-2, თორნიკე მაისურაძე (ოლიმპი)-2, გიორგი ყიფიანი (სიონი)-1, რამაზ მუმლაძე (ოლიმპი)-1, ბესიკ შეროზია (კოლხეთი)-1, დავით მახარაძე (კოლხეთი)-1, ელგუჯა ქომეთიანი (ბაია)-1, ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი)-1.

მეკარეები
გიორგი ლორია (დინამო)-6, ლაშა ძაგანია (სამტრედია, კოლხეთი)-5. როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)-4, ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო)-4, სოსო გრიშიკაშვილი (სპარტაკი)-4, მინდია ბობღიაშვილი (სიონი)-2, გიორგი სომხიშვილი (ბაია)-2, მაქსიმე ქვილითაია (ტორპედო)-2, ზურაბ ბათიაშვილი (ოლიმპი)-1, გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი)-1, გიორგი ძაძამია (ვიტ ჯორჯია)-1, არდალიონ მიქაბერიძე (ვიტ ჯორჯია)-1, დავით ლეგაშვილი (სიონი)-1.

მცველები
ლევან ხმალაძე (დინამო)-10, თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო)-8, გულვერდ თომაშვილი (დინამო)-7, გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი)-7, გიგა ბეჭვაია (ვიტ ჯორჯია)-7, ალექსანდრე კვახაძე (ოლიმპი)-6, გიორგი ონიანი (ზესტაფონი)-5, სერგი ორბელაძე (სიონი)-5, ალექსანდრე ინწკირველი (კოლხეთი)-5, ლევან კაკუბავა (დინამო)-4, ნიკა აფაქიძე (ბაია)-4, როინ ონიანი (ბაია)-4, გივი დიდავა (სიონი)-4, ზაალ ელიავა (ზესტაფონი)-4, კახა ალადაშვილი (ზესტაფონი)-4, გივი კვარაცხელია (დინამო)-3, სევასტი თოდუა (ტორპედო)-3, ნიკა კვეკვესკირი (ბაია, დინამო)-3, თეიმურაზ ფარულავა (ტორპედო)-3, მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)-3, დავით ლომაია (ვიტ ჯორჯია, სიონი)-2, ლაშა ჯაფარიძე (ოლიმპი)-2, თეიმურაზ ღონღაძე (ოლიმპი, დინამო)-2, პაატა ცხვიტარია (კოლხეთი)-2, დათა რიგვავა (ბაია)-2, გიორგი ხუმარაშვილი (სამტრედია)-2, ბოიომო ფრიდოლინი (სპარტაკი)-2, გიორგი მურველაშვილი (ოლიმპი)-2, ნიკა კვასხვაძე (ტორპედო, სიონი)-2, ნოდარ მაჭავარიანი (ტორპედო)-1, დავით სვანიძე (სიონი)-1, დავით ხურცილავა (ვიტ ჯორჯია)-1, რევაზ ღანიაშვილი (ვიტ ჯორჯია)-1, ირაკლი ჭანკვეტაძე (ვიტ ჯორჯია)-1, გურამ ადამაძე (ვიტ ჯორჯია)-1, გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი)-1, დაჩი ფოფხაძე (ტორპედო)-1, ლევან ჭაფოძე (სპარტაკი)-1, გიორგი თარგამაძე (სიონი)-1, სპარტაკ გოგია (სამტრედია)-1.

ნახევარმცველები
ალექსანდრე კოშკაძე (დინამო)-9, რევაზ გეწაძე (ოლიმპი)-9, ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი)-7, შოთა გრიგალშვილ (ზესტაფონი)-5, თორნიკე აფციაური (ზესტაფონი)-5, დავით ბოლქვაძე (ოლიმპი)-4, გიორგი ქავთარაძე (ოლიმპი)-4, დავით მუჯირი (დინამო)-4, შოთა ჩომახიძე (სამტრედია)-4, გიორგი სეთურიძე (ტორპედო)-4, ვალერი ბოლქვაძე (სპარტაკი)-4, ვლადიმერ უგრეხელიძე (სიონი, სპარტაკი)-3, ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია)-3, დათა სიჭინავა (კოლხეთი)-3, თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი)-3, ლაშა ქებაძე (სამტრედია, ტორპედო)-3, კობა შალამბერიძე (სიონი)-3, ლაშა ნოზაძე (სიონი)-2, ირაკლი ლეკვთაძე (დინამო)-2, დავით მეგრელიშვილი (კოლხეთი)-2, ირაკლი ჩირიკაშვილი (სიონი)-2, გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია)-2, შოთა ლომია (ბაია)-2, ირაკლი მაისურაძე (ოლიმპი)-2, ალექსანდრე გოგობერიშვილი (ბაია, სიონი)-2, ირაკლი ძარია (ზესტაფონი)-2, გრიგოლ დოლიძე (ტორპედო)-2, ბესიკ დეკანოიძე (სპარტაკი)-2, ირაკლი ლილუაშვილი (დინამო)-1, ლაშა ვაშაკიძე (სიონი)-1, გიორგი სილაგავა (კოლხეთი)-1, ლაშა გვალია (კოლხეთი)-1, მერაბ გიგაური (ტორპედო)-1, თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო)-1, დავით კირკიტაძე (სამტრედია)-1, ნიკა მგელაძე (სპარტაკი)-1, ლუკა რაზმაძე (ოლიმპი)-1, გიორგი კახელიშვილი (დინამო)-1, ნიკოლოზ მაისურაძე (სპარტაკი, ტორპედო)-1, მიხეილ ბარაბაძე (სპარტაკი)-1, გირ გავაშელიშვილი (კოლხეთი)-1, ლევან ბაკურაძე (სამტრედია, ტორპედო)-1, გიორგი ვასაძე (ვიტ ჯორჯია)-1, გიორგი კორიფაძე (ვიტ ჯორჯია)-1, ზურაბ არზიანი (დინამო)-1, გიორგი ცხადაია (სამტრედია)-1, ვაჟა ლომაშვილი (სამტრედია)-1, გიორგი ქუცურუა (სიონი)-1, ლევან წურწუმია (ბაია)-1, გიორგი ჭანკოტაძე (ზესტაფონი)-1.

თავდამსხმელები
ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი)-13, ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი)-7, ირაკლი ქობალია (ბაია)-6, ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია)-6, გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო)-5, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი)-5, ჯაბა დვალი (ზესტაფონი)-3, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო)-3, რობერტინიო (დინამო)-3, დონალდ ჯუისი (დინამო)-3, ირაკლი ეხვაია (ბაია)-3, ზვიად მეტრეველი (დინამო, სპარტაკი)-2, გიგა კვერენჩხილაძე (სამტრედია, კოლხეთი)-2, ნიკოლოზ საბანაძე (ტორპედო)-2, გიორგი ბერიაშვილი (ოლიმპი)-2, რევაზ ჯიქია (კოლხეთი, სიონი)-2, დიმიტრი ტატანაშვილი (დინამო)-2, მიხეილ კაკალაძე (სამტრედია)-1, ლაშა კემუხტაშვილი (ტორპედო)-1, პაატა ბაკარანძე (სამტრედია)-1, ვილი ისიანი (სონი)-1, მათე ვაწაძე (დინამო)-1, რევაზ გოცირიძე (სიონი, ტორპედო)-1, ლევან მდივნიშვილი (კოლხეთი)-1, ლაშა ჯაკობია (სპარტაკი)-1.

თვის ნომინანტები
მწვრთნელები: გია გეგუჩაძე (ზესტაფონი)-4, კახა კაჭარავა (დინამო)-2, გია გიგატაძე (ტორპედო)-2, ბესიკ შეროზია (კოლხეთი-)-1, მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია)-1.

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო)-2, ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო)-2, სოსო გრიშიკაშვილი (სპარტაკი)-1, ლაშა ძაგანია (სამტრედია, კოლხეთი)-1, გიზო შენგელია (კოლხეთი)-1.

მცველები: თენგიზ ჩიკვილაძე (ტორპედო)-3, ლევან ხმალაძე (დინამო)-3, გულვერდ თომაშვილი (დინამო)-2, ნიკა კვეკვესკირი (ბაია, დინამო)-2, გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი)-2, ალექსანდრე კვახაძე (ოლიმპი)-2, გიგა ბეჭვაია (ვიტ ჯორჯია)-2, ზაალ ელიავა (ზესტაფონი)-1, კახა ალადაშვილი (ზესტაფონი)-1, გიორგი ონიანი (ზესტაფონი)-1, მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)-1, გივი კვარაცხელია (დინამო)-1, როინ ონიანი (ბაია)-1, ნიკა აფაქიძე (ბაია)-1, თეიმურაზ ფარულავა (ტორპედო)-1, მიხეილ მახვილაძე (კოლხეთი)-1, ალექსანდრე ინწკირველი (კოლხეთი)-1, დათა რიგვავა (ბაია)-1.

ნახევარმცველები: რევაზ გეწაძე (ოლიმპი)-4, ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი)-3, ალექსანდრე კოშკაძე (დინამო)-3, თორნიკე აფციაური (ზესტაფონი)-2, შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი)-2, ვალერი ბოლქვაძე (სპარტაკი)-2, გიორგი სეთურიძე (ტორპედო)-1, ირაკლი ძარია (ზესტაფონი)-1, გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია)-1, ლუკა რაზმაძე (ოლიმპი)-1, დათა სიჭინავა (კოლხეთი)-1, ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია)-1, ირაკლი ლეკვთაძე (დინამო)-1, დავით მუჯირი (დინამო)-1, გიორგი ქავთარაძე (ოლიმპი)-1, თეიმურაზ შონია (სპარტაკი)-1, შოთა ჩომახიძე (სამტრედია)-1, დავით კირკიტაძე (სამტრედია)-1.

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი)-4, ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია)-2, ირაკლი ქობალია (ბაია)-2, გიორგი მეგრელაძე (ბაია, ტორპედო)-2, ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი)-1, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო)-1, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი)-1, ვახტანგ ფანცხავა (დინამო)-1, ზვიად მეტრეველი (სპარტაკი)-1.

 

  გია ტუხაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005