ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან
სათასო დაპირისპირებების წინ ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდის ფეხბურთელებს ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ. "ლელოს" რესპონდენტები არიან "ტორპედოს" 22 წლის თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია, "ზესტაფონის" 22 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი, და "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნები, 25 წლის გიორგი ტყეშელაშვილი და 24 წლის გიგა ბეჭვაია. გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ხიდეშელთან.
- როგორი ფორმით ხვდება თქვენი გუნდი თასის ნახევარფინალს?
- ცუდია, რომ დისკვალიფიკაციის გამო ნიკა გელაშვილი დაგვაკლდება, მაგრამ მაღალი დონის კიდევ არაერთი თავდამსხმელი გვყავს, რომლებიც მას ღირსეულად შეცვლიან. მიხარია, რომ ტრავმა მოვიშუშე. ორი დღეა, ვარჯიში განვაახლე და ალბათ, "ტორპედოსთან" მატჩის განაცხადშიც ვიქნები.
- როგორი ფორმით ხვდება თქვენი გუნდი თასის ნახევარფინალს?
- შანსებს 50/50-ზე გავანაწილებდი. საკმაოდ სოლიდური მეტოქე გვყავს, რომლისგანაც სერიოზულ წინააღმდეგობას ველით. ორი იმერული კლუბის დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი იქნება.
- ელით თუ არა, რომ ფინალისტს პირველივე მატჩი გაარკვევს?
- არა მგონია, ფინალში თამაშის უფლება პირველივე შეხვედრამ დაგვიგევოს, მაგრამ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ქუთაისში ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.
- რა ფაქტორებმა შეიძლება გადაწყვიტოს გამარჯვებულის ბედი?
- მთავარია, უკეთესად რომელი გუნდის მწვრთნელის დავალებები შესრულდება – ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტს ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედს. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი მაღალი დონის ფეხბურთს ნახავს და ფინალში უფრო ღირსეული გავა.
- არის თუ არა თქვენი გუნდისთვის თასის გათამაშება პრიორიტეტული ტურნირი?
- "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა და ეს მიზანი ჩვენთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი, რომ სეზონი ორი ტიტულით დავასრულოთ.
|