26.01.2011

 

 

 

პირველი ვარჯიში პირენეის ნახევარკუნძულზე.

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას განაგრძობს. 26 იანვარს, ესპანეთის სამეფოში, დაიწყო სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპი.

 

 

საწვრთნელი შეკრების პირველივე დღიდან საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქმეს ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში შეუდგა. დილით, ადგილობრივი დროით 09:15 საათზე (თბილისის დროით- 12:15 საათი), გუნდმა ესტეპონას სპორტკომპლექს ”Doña Julia"-ს კუთვნილ საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშა. გია გეგუჩაძის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული ოთდაოთხივე ფეხბურთელი გახლდათ.

მეორე ვარჯიში კი 16:15 საათზე გაიმართა, ”ზესტაფონის” ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანმრთელადაა, ერთადერთი გამონაკლისია გიორგი ხიდეშელი, რომელმაც დილის ვარჯიშზე უმნიშვმელო დაზიანება მიიღო და ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება. უნდა ითქვას, რომ ბიჭები სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.

ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ზესტაფონელები 29 იანვარს გამართავენ - ქართველთა მეტოქე პოლონეთის 6-გზის ჩემპიონი, ქვეყნის წინა ჩემპიონატის გამარჯვებული - პოზნანის ”ლეხი” იქნება. მატჩი მარბელიას საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

 
 
 
 
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005