23.05.2011

 

 

 

 

დუბლიორთა ვერცხლის ფინიში

 

 

 

 

 

 

2011 წლის 23 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი 36-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: იმერლიშვილი, სანიკიძე, ფერაძე, თ. გრიგალაშვილი (ლურსმანაშვილი, 80), კიკნაველიძე, გაგოშიძე, გეწაძე (ფოცხვერაშვილი, 77), გაჩეჩილაძე (ღირდალაძე, 46), ჩიხლაძე (რობაქიძე, 80), სარდალიშვილი, ლომია (ხანთაძე, 75).

ზესტაფონის დუბლიორებმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და მეტოქე შთამბეჭდავი ანგარიშით - 4-0 დაამარცხეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 56-ე წუთზე ზურა ღირდალაძემ გახსნა. შეხვედრის 63-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიხლაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე უკვე საბა ლომიას ჯერი დადგა, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა დააფიქსირა.

მარგველთა რეზერვისტებმა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ”ვერცხლი” მოიპოვეს.

 

უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა 2010-2011 წ. ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

 

გუნდები

1

დინამო
36
24
5
7
85-34
77

2

ზესტაფონი
36
19
5
12
95-53
62

3

ტორპედო
36
16
8
12
69-53
56

4

სიონი
36
16
4
16
57-66
52

5

ბაია
36
15
6
15
67-64
51

6

ვიტ-ჯორჯია
36
14
9
13
46-48
51

7

სპარტაკი
36
12
10
14
61-43
46

8

ოლიმპი
36
11
8
17
57-76
41

9

კოლხეთი
36
11
8
17
45-68
41

10

სამტრედია
36
8
5
23
31-108
29

 

 

24.02.2011. ”სპარტაკი-2” - ”ზესტაფონი-2” 5-3 (ფერაძე, 8; ჭანკოტაძე, 21; სარდალიშვილი, 23 ).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, ფერაძე, გაგოშიძე, კიკნაველიძე (ლურსმანაშვილი, 87), სანიკიძე (მნათობიშვილი, 85), ჭანკოტაძე, გაჩეჩილაძე (შარვაძე, 63), სარდალიშვილი (ღირდალაძე, 85), ლომია, ჩიხლაძე.

ცხინვალელთა და ზესტაფონელთა დუბლიორების შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი სტუმრებმა აღმავლობით ჩაატარეს და 23-ე წუთისთვის სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ (ფერაძე, 8-ე წუთი; ჭანკოტაძე, 21-ე და სარდალიშვილი, 23-ე წუთები). თუმცა, ამის შემდეგ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა და გოლები უკვე მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ - 41-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით თეიმურაზ შონიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 47-ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, 56-ეზე თეიმურაზ შონიამ ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო 63-ე და 87-ე წუთებზე მიხეილ ჯიშკარიანმა კიდევ ორი გოლით დაამწუხრება სტუმრები. დასანანი მარცხი 5-3.

28.02.2011. ”ზესტაფონი-2” - ”ოლიმპი-2” 5-0 (ღირდალაძე, 8; ჭანკოტაძე, 39; ლომია, 70; ჩიხლაძე, 77; ხანთაძე, 85).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მნათობიშვილი, გრუიცა (სანიკიძე, 66), თ. გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი, გაჩეჩილაძე (ჭანკოტაძე, 32), გაგოშიძე, სარდალიშვილი (ჩიხლაძე, 61), კიკნაველიძე (ხანთაძე, 77), ღირდალაძე (შარვაძე, 69), ლომია.

”ზესტაფონისა” და ”ოლიმპის” დუბლიორების შეხვედრა მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით - 5-0 დასრულდა. ანგარიში უკვე 8-ე წუთზე ზურა ღირდალაძის ზუსტი თავურის შემდეგ გაიხსნა, 39-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ის ორამდე გაზარდა, 70-ეზე საბა ლომიამ მესამედ აიღო რუსთაველთა კარი, 77-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიხლაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო საბოლოო წერტილი დღევანდელ მატჩს ჯემალ ხანთაძემ 85-ე წუთზე დაუსვა.

04.03.2011. ”ზესტაფონი-2” - ”ტორპედო-2” 2-3 (კიკნაველიძე, 72, 82).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მნათობიშვილი (ღირდალაძე, 33), გრუიცა (ფერაძე, 46), თ. გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი (ფოფხაძე, 64), სანიკიძე (ხანთაძე, 70), გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, ჩიხლაძე (კიკნაველიძე, 45), სარდალიშვილი, ლომია.

ზესტაფონელი და ქუთაისელი დუბლიორების შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. თუკი მატჩის პირველი ტაიმი წარმატების მომტანი სტუმართათვის აღმოჩნდა - ქუთაისელებმა მასპინძლების დამწუხრება სამჯერ მოახერხეს (გივი იოსელიანი, 33-ე და 39-ე წუთებზე და დავით კირკიტაძე, 44-ე წუთი), შეხვედრის მეორე ნახევარი უკვე მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა ნოდარ კიკნაველიძის მიერ შესრულებულ ”დუბლში” (72-ე და 82-ე წუთები) აისახა. იმის მიუხედავად, რომ მატჩის ბოლო წუთები ზესტაფონელებმა შეტევაში გაატარეს, ანგარიშის გათანაბრება აღარ მოხერხდა - 2-3.

08.03.2011. ”ზესტაფონი-2” - ”ბაია-2” 4-0 (ლომია, 8, 76, 83; შარვაძე, 81).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მნათობიშვილი, გაგოშიძე, თ. გრიგალაშვილი, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე (ლურსმანაშვილი, 75), ჭანკოტაძე (რობაქიძე, 80), სარდალიშვილი, ჩიხლაძე (ფოცხვერაშვილი, 57), ლომია, ღირდალაძე (შარვაძე, 59).

ზესტაფონელი და ზუგდიდელი დუბლიორების შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით 4-0 დასრულდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზესტაფონელთა ფორვარდის საბა ლომიას ასპარეზობა, რომელმაც ზუგდიდელთა დამწუხრება სამჯერ მოახერხა (8-ე, 76-ე და 83-ე წუთები). კიდევ ერთი ბურთი კი სტუმართა კარში 81-ე წუთზე ბერდია შარვაძემ გაიტანა ...

13.03.2011. ”ზესტაფონი-2” - ”კოლხეთი-2” 5-3 (ლომია, 39, 53, 54, 76; სარდალიშვილი, 50).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ფერაძე, მნათობიშვილი (სანიკიძე, 3), ლურსმანაშვილი, გაგოშიძე, თ. გრიგალაშვილი, გაჩეჩილაძე (ხანთაძე, 63), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი (ღირდალაძე, 70), ლომია, შარვაძე (ჩიხლაძე, 46).

ზესტაფონელი და ფოთელი დუბლიორების შეხვედრის დებიუტი წარმატების მომტანი სტუმართათვის გამოდგა - 19-ე წუთზე დავით კუკულაძემ თავის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით 5-3 დასრულდა. ზედიზედ მეორე მატჩია, რაც მარგველთა შემადგენლობაში შედეგიანი ასპარეზობით საბა ლომია გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ ზუგდიდელებთან მატჩში შესრულებულ ”ჰეთ-თრიკს” ახალგაზრდა ფორვარდმა დღევანდელი ”პოკერი” (39-ე, 53-ე, 54-ე და 76-ე წუთები) შეჰმატა. მასპინძელთაგან ერთი ბურთიც 50-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა, ხოლო ფოთელებმა დავით ხარჩილავამ (71-ე წუთი) და გია ჩადუნელმა (83-ე წუთი) ზესტაფონელებს დიდი ანგარიშით გამარჯვება არ დაანებეს ...

17.03.2011. ”სამტრედია-2” - ”ზესტაფონი-2” 0-4 (ლომია, 7; ღირდალაძე, 18,49, გაჩეჩილაძე, 90).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, მნათობიშვილი, ფერაძე, ლურსმანაშვილი, სანიკიძე, გაგოშიძე, ჩიხლაძე, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, ლომია (გაჩეჩილაძე, 69), ღირდალაძე (შარვაძე, 61).

 

სამტრედიელი და ზესტაფონელი დუბლიორების შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ზესტაფონელებმა დაწინაურება მატჩის დებიუტშივე მოახერხეს - 7-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიხლაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ საბა ლომიამ ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში თავით გადაგზავნა. ამის შემდეგ დუბლი გაიფორმა მარგველთა კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფორვარდმა ზურა ღირდალაძემ (18-ე და 49-ე წუთები). დღევანდელ მატჩში საბოლოო წერტილი კი ნოდარ გაჩეჩილაძემ 90-ე წუთზე დასვა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გიორგი ჭანკოტაძემ დღევანდელ შეხვედრაში თავი 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

21.03.2011. ”ზესტაფონი-2” - ”სიონი-2” 7-0 (ჭანკოტაძე, 14; წინამძღვრიშვილი, 27, 30, 33; ლომია, 45, 50, 58).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი (ფერაძე, 71), გრუიცა, ფოფხაძე, გაგოშიძე (სანიკიძე, 71), ჩიხლაძე, ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 60), სარდალიშვილი, ლომია (ღირდალაძე, 60), წინამძღვრიშვილი (შარვაძე, 60).

”ზესტაფონისა” და ”სიონის” დუბლიორების შეხვედრა მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და გამანადგურებელი ანგარიშით - 7-0 დასრულდა. ანგარიში უკვე 14-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიხსნა. ამის შემდეგ კი გოლები ”ზესტაფონის” მხოლოდ ორ მოთამაშეს გაჰქონდა - რატი წინამძღვრიშვილმა (27-ე, 30-ე და 33-ე წუთებზე) და საბა ლომიამ (45-ე, 50-ე და 58-ე წუთებზე) დღევანდელ შეხვედრაში ორი ”ჰეთ-თრიკი” დააფიქსირეს და სტუმართა რბევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ საბა ლომიამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა მიმდინარე ტურნირში თავის პირადი მონაგარი 22 გოლამდე გაზარდა.

25.03.2011. ”დინამო-2” - ”ზესტაფონი-2” 3-1 (ლომია, 68).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი, ფერაძე, კიკნაველიძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (შარვაძე, 60), ჭანკოტაძე, ჩიხლაძე (ღირდალაძე, 46), სარდალიშვილი, ლომია.

დაწვრილებით:

03.04.2011. ”ვიტ-ჯორჯია-2” - ”ზესტაფონი-2” 0-0.

”ზესტაფონი-2”: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი, კობახიძე, კიკნაველიძე, გაგოშიძე (გაჩეჩილაძე, 71), სანიკიძე, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე, ღირდალაძე (შარვაძე, 69), ლომია.

 

”ვიტ-ჯორჯიას” და ”ზესტაფონის” დუბლიორების შეხვედრა ზემოიმერელთა სოლიდური სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მატჩის ბედის სტუმართა სასარგებლოდ გადაწყვეტა მხოლოდ საბა ლომიას რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო, თუმცა დღეს მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ ვეტერინართა გოლკიპერი გიორგი ძაძამია, რომელმაც თავის გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. მატჩის 90-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა - მასპინძელთა საჯარიმოში ნოდარ გაჩეჩილაძის ჩაწოდებულს საბა ლომიამ ადგილი კარის ბადეში მიუჩინა. არბიტრმა ურუშაძემ, რომელმაც თავდაპირველად ცენტრისაკენ მიუთითა, თანამსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, ხელით თამაშის მოტივით, კარის აღება გააუქმა. ფრე - 0-0.

07.04.2011. ”ტორპედო-2” - ”ზესტაფონი-2” 0-2 (მნათობიშვილი, 55; ჭანკოტაძე, 70)

”ზესტაფონი-2”: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, კობახიძე (მნათობიშვილი, 46), გრუიცა, ფოფხაძე (ლურსმანაშვილი, 81), სანიკიძე (გაჩეჩილაძე, 81), გაგოშიძე (კიკნაველიძე, 56), სარდალიშვილი, ჭანკოტაძე, ღირდალაძე, ლომია (შარვაძე, 45).

 

იმერული კლუბების დუბლიორთა დაპირისპირება, ”ტორპედოსა” და ”ზესტაფონის” მთავარი გუნდების გუშინ გამართული მატჩის მსგავსად, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. გუშინდელისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უფროსი მეგობრებისაგან განსხვავებით, ზესტაფონელთა დუბლიორებმა მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს ქუთათურთა ორჯერ დამწუხრება (ნიკა მნათობიშვილი, 55-ე წუთი და გიორგი ჭანკოტაძე, 70-ე წუთი) და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

11.04.2011. ”ზესტაფონი-2” - ”დინამო-2” 0-0

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ფერაძე, მნათობიშვილი, თ. გრიგალაშვილი, ლურსმანაშვილი (ჭანკოტაძე, 46), სანიკიძე, გაგოშიძე (ლომია, 46), გაჩეჩილაძე (გეწაძე, 74), კიკნაველიძე, სარდალიშვილი, ღირდალაძე.

 

დუბლიორთა ტურნირის ლიდერთა დაპირისპირება ძალიან საინტერესოდ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე ეპიზოდში შეეძლოთ სტუმართა დამწუხრება, თუმცა ყველა ხელსაყრელი ეპიზოდი გაანიავეს. შედეგად, ფრე - 0-0.

16.04.2011. ”ზესტაფონი-2” - ”სპარტაკი-2” 1-2 (სარდალიშვილი, 24).

”ზესტაფონი-2”: მამალაძე, გრუიცა, თ. გრიგალაშვილი, ფოფხაძე, გაგოშიძე (გაჩეჩილაძე, 81), სანიკიძე (მნათობიშვილი, 73), ბენაშვილი, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი (კიკნაველიძე, 79), წინამძღვრიშვილი (ღირდალაძე, 46), ლომია (გეწაძე, 86).

 

შეხვედრის (რომელიც იმერული კლუბის ბაზაზე გამართული პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ) პირველი ნახევარი მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა - ზესტაფონელთა მრავალსვლიანიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით მიხეილ სარდალიშვილმა დააგვირგვინა. ტაიმნახევრის მანძილზე მოედანზე განვითარებულ მოვლენებს მთლიანად მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა საკუთარი უპირატესობის განმტკიცებას ვერაფრით ახერხებდნენ, რისთვისაც 68-ე წუთზე დაისაჯნენ კიდეც - ცხინვალელთაგან თავი პაატა ბელთაძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა და ორივე გუნდის მეკარეს საქმე მრავლად გაუჩნდა. მატჩის ბედი კი მატჩის არბიტრ გოგა კიკაჩეიშვილის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გადაწყდა - ცხინვალელმა ვახტანგ ჯაყელმა ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გამარჯვება თავის გუნდს მოუტანა.

22.04.2011. ”ოლიმპი-2” - ”ზესტაფონი-2” 0 -1 (სარდალიშვილი, 3).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, თ. გრიგალაშვილი, ფერაძე, მნათობიშვილი (ლურსმანაშვილი, 60), კიკნაველიძე, სანიკიძე, გაგოშიძე (ჩიხლაძე, 54), გეწაძე, გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი, ღირდალაძე.

 

შეხვედრა იმერელთა სწრაფი გოლით დაიწყო - უკვე 3-ე წუთზე ზესტაფონელთა სწრაფი კომბინაცია ზურაბ ღირდალაღის დროული გადაცემითა და მიხეილ სარდალიშვილის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. სტუმრები ამის შემდეგაც რუსთაველებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ამის მიუხედავად, დარჩენილ დროში გოლის გატანა როგორც ზესტაფონელებს, ასევე მასპინძლებსაც შეეძლოთ, თუმცა მარგველთა მიერ მატჩის დებიუტში გატანილი გოლი დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა, ”ზესტაფონის” დუბლიორთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.

01.05.2011. ”ზესტაფონი-2” - ”ბაია-2” 5-2 (წინამძღვრიშვილი, 15, 20; გეწაძე, 30; ლომია, 45; ჩიხლაძე, 77).

”ზესტაფონი-2”: მამალაძე, კობახიძე (სანიკიძე, 63), გრუიცა (მნათობიშვილი, 35), თ. გრიგალაშვილი, კიკნაველიძე, გეწაძე, გაგოშიძე, ჭანკოტაძე (გაჩეჩილაძე, 79), სარდალიშვილი, ლომია (შარვაძე, 70), წინამძღვრიშვილი (ჩიხლაძე, 46).

 

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და გამარჯვებულის ვინაობა პირველივე ტაიმში გახდა ნათელი - ზემოიმერლებმა ტაიმი 4-0 მოიგეს. გოლები რატი წინამძღვრიშვილის (15-ე და 20-ე წუთები), როსტომ გეწაძის (30-ე წუთი) და საბა ლომიას (45-ე წუთი) ანგარიშზეა. შეხვედრის მეორე ნახევარში ლაშა კუკავას დუბლის (55-ე და 71-ე წუთები) წყალობით ზუგდიდელებმა მატჩს მცირე ინტრიგა თითქოს დაუბრუნეს, თუმცა ეს ინტრიგა ნიკოლოზ ჩიხლაძემ 77-ე წუთზე საბოლოოდ ”მოკლა”. ”ზესტაფონის” დუბლიორთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-2.

09.05.2011. ”კოლხეთი-2” - ”ზესტაფონი-2” 0-1 (ლომია, 46; სარდალიშვილი, 75).

”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, ფერაძე, მნათობიშვილი, თ. გრიგალაშვილი (ლურსმანაშვილი, 83), კიკნაველიძე, სანიკიძე, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (ჩიხლაძე, 57), სარდალიშვილი, ღირდალაძე (შარვაძე, 66), ლომია (ხანთაძე, 83).

 

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარი საბა ლომიას მიერ გატანილი გოლით (46-ე წუთი) დაიწყო. 75-ე წუთზე კი ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი მიხაილ სარდალიშვილმა გახადა. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

15.05.2011. ”ზესტაფონი-2” - ”სამტრედია-2” 7-0 (ლომია, 2, 16; ღირდალაძე, 22, 35); სანიკიძე, 26; გეწაძე, 45; თ.გრიგალაშვილი, 78).

”ზესტაფონი-2”:მეშველიანი, კიკნაველიძე, მნათობიშვილი (გაჩეჩილაძე, 46), ფერაძე, გაგოშიძე, სანიკიძე (თ. გრიგალაშვილი, 68), გეწაძე, ჩიხლაძე, სარდალიშვილი (ლურსმანაშვილი, 56), ღირდალაძე (ხანთაძე, 59), ლომია (შარვაძე, 46).

 

”ზესტაფონისა” და ”სამტრედიის ” დუბლიორების შეხვედრა მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და გამანადგურებელი ანგარიშით - 7-0 დასრულდა. ანგარიში უკვე 2-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით საბა ლომიამ გახსნა. მანვე შეხვედრის 16-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა მიმდინარე ტურნირში თავის პირადი მონაგარი 27 გოლამდე გაზარდა. 22-ე წუთზე ზურა ღირდალაძემ მესამედ აიღო სამტრედიელთა კარი, ხოლო 26-ეზე თავი უკვე თემურ სანიკიძემ გამოიჩინა. 35-ეზე ზურა ღირდალაძემაც გაიფორმა დუბლი, ტაიმის ბოლო წუთზე კი როსტომ გეწაძის ჯერიც დადგა. სტუმართა რბევას 78-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა დაუსვა.

19.05.2011. ”სიონი-2” - ”ზესტაფონი-2” 0- 3 (ჩიხლაძე, 8; ლომია, 16; ღირდალაძე, 64).

”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, სანიკიძე, მნათობიშვილი, თ. გრიგალაშვილი, კიკნაველიძე (ლურსმანაშვილი, 84), გაგოშიძე, გეწაძე, ჩიხლაძე (გაჩეჩილაძე, 56), სარდალიშვილი, ლომია (შარვაძე, 76), ღირდალაძე (ხანთაძე, 85).

 

”სიონისა” და ”ზესტაფონისა ” დუბლიორთა შეხვედრა სტუმართა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 3-0 დასრულდა. ანგარიში უკვე 8-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ნიკოლოზ ჩიხლაძემ გახსნა. შეხვედრის 16-ე წუთზე საბა ლომიამ ანგარიში ორამდე გაზარდა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა მიმდინარე ტურნირში თავის პირადი მონაგარი 28 გოლამდე გაზარდა. 64-ე წუთზე კი ბოლნისელთა კარი უკვე ზურა ღირდალაძემ აიღო. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ზესტაფონელთა კარში დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომლის შესრულება თავზე ვაკო ყაზაიშვილმა აიღო, თუმცა იმერელთა გოლკპერმა რობერტ იმერლიშვილმა, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, პენალტის მოგერიებაც შეძლო.

23.05.2011. ”ზესტაფონი-2” - ”ვიტ-ჯორჯია-2” 4- 0 (ღირდალაძე, 56; ჩიხლაძე, 63; ლომია, 68; სარდალიშვილი, 72 ).

”ზესტაფონი-2”: იმერლიშვილი, სანიკიძე, ფერაძე, თ. გრიგალაშვილი (ლურსმანაშვილი, 80), კიკნაველიძე, გაგოშიძე, გეწაძე (ფოცხვერაშვილი, 77), გაჩეჩილაძე (ღირდალაძე, 46), ჩიხლაძე (რობაქიძე, 80), სარდალიშვილი, ლომია (ხანთაძე, 75).

 

ზესტაფონის დუბლიორებმა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და მეტოქე შთამბეჭდავი ანგარიშით - 4-0 დაამარცხეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 56-ე წუთზე ზურა ღირდალაძემ გახსნა. შეხვედრის 63-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიხლაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე უკვე საბა ლომიას ჯერი დადგა, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა დააფიქსირა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005