01.02.2011

 

 

 

 

ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” ახალი ფეხბურთელი შეემატა - 24 წლის ახალწვეულის სახელია გორან გრუიცა. ხორვატი სპორტსმენი, იმერულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობდა.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:

გორან გრუიცა - მცველი; დაბადებულია- 11.03.1986; სიმაღლე - 186 სმ, წონა - 81 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ჰაიდუკი”(სპლიტი, ხორვატია) - 1998-2005, ”მოსორი”(ხორვატია) - 2005-2007, “შიბენიკი” (ხორვატია) - 2007-2008, “სპლიტი” (ხორვატია) - 2008-2010.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და ხორვატ ფეხბურთელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორან გრუიცა იმერულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. ზესტაფონელთა ახალი ფეხბურთელი მარგველთა ღირსებას 22-ნომრიანი მაისურით დაიცავს.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005