რიგგარეშე ვიზიტი თბილისში.
2011 წლის 23 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები.
<ბილისის>თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” ბილისის>
საფეხბურთო მოედანზე ”ზესტაფონი” ცხინვალის საფეხბურთო კლუბს ”სპარტაკს ” დაუპირისპირდა.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის თანახმად, დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელი ”ზესტაფონი” უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდების ურთიერთშეთანხმებით (ზესტაფონში უხვად მოსული თოვლის გამო), მასპინძლის რანგში მინდორზე ცხინავალელები გავიდნენ. მატჩი თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.
შეხვედრა ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო - მატჩის დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს ჯაბა დვალი და ნიკოლოზ გელაშვილი იყვნენ, თუმცა მომენტები ორივეს გაუცუდდა. მალევე სახიფათო მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს - მიხეილ ბარაბაძე როინ კვასხვაძესთან პირისპირ აღმოჩნდა, ბურთის ზესტაფონელთა გოლკიპერისათვის თავზე გადაგდება სცადა, თუმცა ზესტაფონელთა ”კარის დარაჯი” მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ტაიმის ბოლომდე ნიკა გელაშვილს ანგარიშის გახსნის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ამ ეპიზოდში ცხინვალელები გოლკიპერმა სოსო გრიშიკაშვილმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა მასპინძელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. იმერლები რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხეს - შეტევის მარცხენა ფლანგზე შოთა გრიგალაშვილის წაქცევისათვის ჯარიმა დაინიშნა, შიდაქართლელთა საჯარიმოში ბურთი კახა ალადაშვილმა ჩაჰკიდა, იქ კი ყველას ბუბა დაუშვილმა დაასწრო. სამი წუთის შემდეგ მასპინძელთა კარის სიახლოვეს შექმნილი არეულობით რატი წინამძღვრიშვილმა მშვენივრად ისარგებლა და თავის გუნდის უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში ცხინვალელბმა მოახერხეს, ილია ბუზალაძის მიერ გატანილი ” პრესტიჟის გოლი” გახლდათ - იმერელთა გამარჯვება ანგარიშით 1-2.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ დღევანდელი შეხვედრაში მოედანზე გასვლის შემდეგ, სევასტი თოდუას, ზურაბ იონანიძისა და გიორგი ხიდეშელის კვალდაკვალ, ალექს ბენაშვილი გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების საპატიო ”100-მატჩიანი ზღვარი” დალაშქრა.
|
23.02.2011 - ”სპარტაკი” (ცხინვალი) - ”ზესტაფონი” 1-2 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 27 თებერვალს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება ...
|