ხვალ, 8 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების დასკვნით შეხვედრაში ზესტაფონელები პლოვდივის ”ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან. ხვალინდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე ბულგარეთის 2004 წლის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახლავთ. დღეს, წინა დღეების მსგავსად, ზესტაფონელებმა ორჯერ ივარჯიშეს. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ ზურაბ მამალაძეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ემზადება ხვალინდელი მატჩისათვის. შეგახსენებთ, რომ პლოვდიველებთან შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით კი 14:30 საათზე) დაიწყება და ისევ მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე გაიმართება.