12.03.2010

 

 

 

ფრე ფოთელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

2011 წლის 12 მარტს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913”-ს.

 

შეხვედრა ზესტაფონელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში მასპინძლებს ანგარიშის გახსნა რამდენიმე ეპიზოდში ნამდვილად შეეძლოთ, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოთელთა გოლკიპერის ლაშა ძაგანიაის საიმედო თამაში.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - ზესტაფონელები განუწყვეტლივ უტევდნენ სტუმართა კარს. გია გეგუჩაძემ მოედანზე ალექს ბენაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი და შოთა გრიგალაშვილი შეიყვანა და მათაც საგრძნობლად გაამწვავეს მასპინძელთა იერიშები, თუმცა საბოლოოდ ზემოიმერლებმა ყველა სახიფათო მომენტი გაფლანგეს - დასანანი ფრე 0-0 ...

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე (”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): მთლიანად უარყოფითად შევაფასებ დღევანდელ შეხვედრას. უპირველესად, ალბათ ფეხბურთელთა წინასამატჩო განწყობაზე უნდა ითქვას - გუნდი ცოტა მოშვებული ჩანდა. ალბათ საჩემპიონოდ მომართული გუნდი მინდორზე ასეთი განწყობით არ უნდა გადიოდეს.
მეორეც ის, რომ მთელი მატჩი მოწინააღმდეგის ნახევარზე, შეტევაში გავატარეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და სადღაც იღბალმაც ზურგი შეგვაქცია. ისევ იჩინა თავი საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემამ.
მეტოქეს მოტივაცია არ აკლდა, იგი დიდი თავდადებით გვეწინააღმდეგებოდა და საბოლოოდ თავისას მიაღწია - მატჩი ფრედ დაასრულა
”.

 

12.03.2011 - ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი-1913” (ფოთი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს ”ზესტაფონი” 16 მარტს გამართავს. საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005