28.03.2011

 

 

 

ამხანაგური მატჩი წყალტუბოელებთან

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 28 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას ზესტაფონში ვარჯიშობს და ემზადება, საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა სპარინგ-პარტნიორი წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი ”სამგურალი” გახლდათ.

 

 

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (მეშველიანი, 74), ელიავა (გაგოშიძე, 46), ფოფხაძე, ონიანი (თ. გრიგალაშვილი, 46), გრუიცა, ძარია (სარდალიშვილი, 46), გორგიაშვილი, შ. გრიგალაშვილი (ჭანკოტაძე, 46), ბაბუნაშვილი, დვალი (ლომია, 46), წინამღძვრიშვილი.

ორ იმერულ გუნდს შორის ამხანაგური მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც 200-მდე ზესტაფონელი და წყალტუბოელი ქომაგი დაესწრო, მასპინძლებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით კი ჩაატარეს, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველიდან უკანასკნელ წუთამდე, დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.

ანგარიში 28-ე წუთზე ჯაბა დვალის ზუსტი დარტყმით გაიხსნა, ეს იყო ზესტაფონელთა ერთადერთი საგოლე კომბინაცია შეხვედრის პირველ ნახევარში. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში საგოლე ”მადა” ზემოიმერელთა ერთბაშად ორ ფორვარდს გაეხსნა - რატი წინამძღვრიშვილმა 59-ე, 66-ე, 75-ე და 76-ე წუთებზე ”პოკერი” გაიფორმა, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ორჯერ საბა ლომიამ (80-ე და 86 -ე წუთი) გამოიჩინა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0.

 

 
 
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005