პირველი ვარჯიში ახალ წელიწადში.
მიმდინარე წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა.
ზესტაფონი გუნდს ზამთრისათვის უჩვეულოდ კარგი ამინდით შეეგება და ეს, საახალწლო პაუზის შემდეგ ერთმანეთს მონატრებული ადამიანების განწყობაზეც აისახა. ვარჯიში, რომელსაც ავადმყოფობის გამო ჯაბა დვალი გამოაკლდა, ძალიან ხალისიან და მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. დღევანდელი დღე ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ნახევარსაათიანი ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები ივო კატუშიჩმა ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა.
გუნდში გასინჯვაზე ორი ფეხბურთელი იმყოფება, ეროვნებით ორივე ხორვატი გახლავთ. 24 წლის გორან გრუიცა, რომელიც აქამდე საფეხბურთო კლუბ ”სპლიტის” ღირსებას იცავდა (მანამდე მას ”შიბენიკშიც” უასპარეზია), მცველის პოზიციაზე თამაშობს, ხოლო გრუიცას 23 წლის თანამემამულე მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩი ნახევარმცველი გახლავთ. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დროს ხორვატული კლუბების ”მოსორისა” და ”სოლინის” ღირსებას იცავდა.
ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გორან გრუიცა |
|
მარინ ვუჩემილოვიჩ-გრგიჩი |
|