ახალწვეული მარგველთა რიგებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 26 წლის ახალწვეულის სახელია თეიმურაზ ღონღაძე. ქართველი მცველი, რომელიც ბოლოს თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
თეიმურაზ ღონღაძე - მცველი; დაბადებულია - 08.09.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 70 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ივერია” (ხაშური) - 2001-2003, 2004, ”თბილისი” (თბილისი) - 2003-2004, ”საგარეჯო” (საგარეჯო) - 2005, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - 2006-2007, ”ბორჯომი” (ბორჯომი) - 2007, ”მესხეთი” (ახალციხე) - 2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2008-2009, 2010, ”სიმურგი” (აზერბაიჯანი) - 2010, ”დინამო” (თბილისი) - 2011.
|