ხვალ, 2 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები პრაღის ”სპარტას” დაუპირისპირდებიან. ხვალინდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე ჩეხეთის 11-გზის (ჩეხოსლოვაკიის - 24-გზის) ჩემპიონი, საკუთარი ქვეყნის თასის 17-გზის მფლობელი, ევროტურნირების მუდმივი მონაწილე გახლავთ. უნდა ითქვას, რომ ორგანიზატორებმა, გუნდებთან შეთანხმებით, მატჩის დაწყების დრო შეცვალეს და ის ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით კი 14:30 საათზე) დაიწყება და მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე გაიმართება. შესაბამისად, ”მარბელიას თასის” წლევანდელი გათამაშება სწორედ ზესტაფონელებისა და პრაღელების მატჩით გაიხსნება. დღევანდელი დღე ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში წარიმართა,,,