06.02.2007

ამხანაგური მატჩი რუსეთის 2-გზის ჩემპიონთან .

6 თებერვალს თურქეთში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერად, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებებში გამოძახებული გრიგოლ ჭანტურიას, როინ კვასხვაძისა და ალექსი ბენაშვილის გარეშე მოასპარეზე ქართველთა მეტოქე გახლდათ რუსეთის ორგზის ჩემპიონი მოსკოვის საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი”.
04.02.2007

კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი .

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის მეორე ნაწილისათვის მზადებას. 4 თებერვალს გუნდმა გამართა მორიგი საკონტროლო მატჩი. ამჯერად სათადარიგო შემადგენლობით მოასპარეზე მარგველთა მეტოქე გახლდათ რუმინული კლუბი ”ჩიაჟნა”.
31.01.2007

ს.კ. ”ზესტაფონი” - ლვოვის ”კარპატი” 3-0

31 იანვარს თურქეთში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერად ქართველთა მეტოქე გახლდათ სახელოვანი უკრაინული კლუბი ლვოვის ”კარპატი”.
29.01.2007

პირველი ტესტ-მატჩი თურქეთში ...

2007 წლის 28 იანვარს ქალაქ ბელეკში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”- მა სეზონის მეორე ნაწილისათვის მზადების მესამე ეტაპის ფარგლებში გამართა საკონტროლო მატჩი. მარგველთა მეტოქე გახლდათ ყაზახური ”ჟეტისუ”.
26.01.2007

ს.კ. ”ზესტაფონი” თურქეთში გაემგზავრა .

2007 წლის 26 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მესამე ეტაპის გასავლელად გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში.
24.01.2007

ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან.

”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ჩხეტიანმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ჩხეტიანს კარიერა უკრაინაში უნდა გაეგრძელებინა. 28 წლის ნახევარმცველისთვის უცხოეთში თამაში უცხო სულაც არ არის - თავის დროზე უნგრულ ”დებრეცენ”-ში, ”პეჩ”-ში და უკრაინულ ”ტავრია”-ში თამაშობდა...
23.01.2007

მეორე ტესტ-მატჩი აზერბაიჯანელებთან .

23 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონი”-მა საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გამართა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ გუნდთან. ამჯერად ზესტაფონელები დაუპირისპირდნენ მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატის აუტსაიდერს, ქალაქ ქუსარის საფეხბურთო კლუბ ”შახდაგ”-ს .
22.01.2007

იმერული სავარჯიშო .

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი ისევ თბილისშია, სადაც განაგრძობს საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მეორე ეტაპის გავლას. 22 იანვარს გუნდმა გამართა მორიგი საკონტროლო შეხვედრა. მატჩში, რომელსაც თბილისის ”ლოკომოტივი”-ს ბაზამ უმასპინძლა, ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ქუთაისის ”ტორპედო”.
20.01.2007

ამხანაგური მატჩი მეზობლებთან .

2007 წლის 20 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა საქართველოს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების ფარგლებში გამართა ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის ქალაქ ზაქათალას საფეხბურთო კლუბ ”სიმურგ”-თან.
19.01.2007

გრიგოლ ჭანტურიას ახალი კონტრაქტი .

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ კლუბთან თანამშრომლობა კვლავაც გაახანგრძლივა. მან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
15.01.2007

სიახლეები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში ...

2007 წლის 11 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების საგაზაფხულო ნაწილისათვის მომზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული შეკრება დაბა ბაკურიანში.
11.01.2007

 შალვა ღონღაძე ”ზესტაფონ”-ში რჩება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს დაცვის ერთ-ერთმა ბურჯმა შალვა ღონღაძემ, ზურაბ იონანიძის მსგავსად, გაახანგრძლივა თანამშრომლობა ზემოიმერულ კლუბთან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, რომელიც თავის დროზე წყალტუბოს ”სამგურალი”-სა და ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს ღირსებას იცავდა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
10.01.2007

 ზურაბ იონანიძის ახალი კონტრაქტი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი გოლეოდორი ზურაბ იონანიძე კვლავაც ზემოიმერული კლუბის ღირსებას დაიცავს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ისტორიაში საიუბილეო, მე-100-ე გოლის ავტორმა კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.
10.01.2007

 ”ზესტაფონი” მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს !

”ზესტაფონი” მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ! იმერული ქალაქის უპირველესი გუნდის გულშემატკივართა გულები ამ რამდენიმე დღის წინ იმედით აივსო... არა, ”ზესტაფონ”-ს არც აქამდე უჭირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხანა ბრიტანულმა ”სტემკორ ლიმიტედმა” შეიძინა, ზესტაფონელთა ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა.
19.12.2006

”ზესტაფონ”-მა მომზადება დაიწყო .

  2006 წლის 18 დეკემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა დაიწყო საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, მეორე ეტაპისათვის მზადება.
15.12.2006

ინტერვიუ გიორგი ჭელიძესთან...

  მიმზიდველად თამაშობსო, რომ იტყვიან ხოლმე, ”ზესტაფონი”-ს ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე სწორედ ისეთი მანერის ფეხბურთელია. 22 წლის ნახევარმცველი პირველად ”თბილის”-ში გამოჩნდა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი. შემდეგ გიორგის ჩავარდნა ჰქონდა, თბილისის ”დინამო”-ს ძირითადში ვერ ხვდებოდა, ახლა კი ”ზესტაფონ”-შია და ჩვენც პირველი წრის შეფასება ვთხოვეთ...
10.12.2006

ინტერვიუ შალვა ღონღაძესთან...

  ”ზესტაფონ”-მა მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა - სამი ბურთი გაუშვა და ისიც ერთადერთ მატჩში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან. დანარჩნენ 12 შეხვედრაში ფეროელებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს, რაც მეკარესთან ერთად მათი მცველების კარგ თამაშზეც მიუთითებს.
06.12.2006

ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შედეგები.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 26 ნოემბერს ჩატარებული მეცამეტე ტურის შეხვედრებით დასრულდა. გაზეთ ”სპორტის” 5 დეკემბრის ნომერში პირველი წრის შედეგებია შეჯამებული და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესონია დასახელებული:
05.12.2006

ეროვნული ჩემპიონატების სტატისტიკა.

 2006 წლის 26 ნოემბერს დასრულდა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე. გთავაზობთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების (1990 - 2006 წ.) მონაწილე ყველა გუნდის სტატისტიკურ მონაცემებს.
02-05.12.2006

სეზონის პირველი ეტაპი დასრულდა.

 2006 წლის 2 დეკემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ანგარიშით 3-0 დაამარცხა თბილისის ”სპარტაკი”
28.11.2006

ინტერვიუ თემურ მახარაძესთან.

 ”ზესტაფონ”-მა სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თემურ მახარაძის მორიგი დაბრუნების შემდეგ ზემოიმერლები ბრწყინვალედ ათამაშდნენ და დანაკარგიც მალევე აინაზღაურეს. ”ზესტაფონ”-მა პირველ წრეში 30 ქულას მოუყარა თავი, ლიდერ ”ოლიმპ”-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ზესტაფონელები ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან.
26.11.2006

პირველი წრის დაძაბული ფინალი.

  2006 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი , მე-13-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომ”-ს და დაამარცხა იგი ანაგარიშით 4-0.
22.11.2006

”ზესტაფონი” - ”ამერი” 4-1!

 2006 წლის 22 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” შინ მასპინძლობდათბილისის საფეხბურთო კლუბ ”ამერ”-ს.
21.11.2006

”ზესტაფონი”-ს 100 გოლი .

 როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12-ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ გაიტანა ზესტაფონელთა საიუბილეო, მეასე გოლი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში.
18.11.2006

გამარჯვება და მე-100-ე გოლი .

2006 წლის 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გაიმარჯვა გასვლით მატჩში ქალაქ თელავში, ადგილობრივ ”კახეთ”-თან ანგარიშით 2-0.
11.11.2006

გამარჯვება თელავში.

2006 წლის 11 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XVII-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გაიმარჯვა გასვლით მატჩში ქალაქ თელავში, ადგილობრივ ”კახეთ”-თან ანგარიშით 2-0.
11.11.2006

ინტერვიუ გოგი ფიფიასთან...

გოგი ფიფია ნაკრებშია.  ”ზესტაფონი”-ს ნახევარმცველმა ეროვნულ გუნდში გამოძახების შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო და ძალიანაც გაიხარა, ფიფიას წლეულს საუცხოო სეზონი  აქვს და აუცილებლად იმსახურებს ქვეყნის უპირველეს გუნდში თავის გამოჩენის შანსს.
10.11.2006

არის ”ზესტაფონი”-ს ფან-კლუბი !

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად დარეგისტრირდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივართა კლუბი, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა საინიციატივო ჯგუფის სტატუსით, თუმცა უკვე მოახერხა უამრავი კეთილი საქმით და სხვადასხვა საინტერესო .
07.11.2006

ინტერვიუ ედიკ საჯაიასთან...

 მოახერხებს თუ არა ”ზესტაფონი”-ს  მცველი ედიკ საჯაია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას? ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება 18 წლის საჯაია ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს.  მაშინ მცველმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მოსკოვის ”ტორბედო”-ში ჩაირიცხა.
05.11.2006

ქარიშხალი ზესტაფონში...

  5 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერტმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონ”-მა შინ , ”ცენტრალურ”-ზე უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბოლნისის ”სიონ”-ს.
29.10.2006

იმერული დაპირისპირება.

 2006 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გასვლით მატჩს ატარებდა სტუმრად, ქუთაისელ მეზობლებთან.
22.10.2006

ფრე ”ამერ”-თან...

  2006 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ, ”ცენტრალურ”-ზე უმასპინძლა პრინციპულ მეტოქეს, თბოლისის ”ამერ”-ს...
20.10.2006

ახალწვეულები ”ზესტაფონ”-ში.

  2006 წლის 20 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა ორწლიანი კონტრაქტები ორ ბრაზილიელ ფეხბურთელთან- 26 წლის ედსონ ოლივეირა დოს სანტოსთან და 22-წლის ჟილვან გომეშ ვიეირასთან.
07.10.2006

 ბრაზილიელები ”ზესტაფონ”-ში.

 2006 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოფრინდა ბრაზილიელი ფეხბურთელების ოთხკაციანი ჯგუფი - ჟილვან ვიეირა, ილან შაგასი, როჟერიო სოარესი და ედსონ სანტოსი.
06.10.2006

    ბრაზილიელები და გრანდიოზული პროექტი.

   ”ზესტაფონი”-ს თავს საინტერესო ამბები ხდება. კლუბის ხელმძღვანელობა - მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე,  ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, გენერალური დირექტორი დავით აბაშიძე და პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძე - გუშინ უკრაინიდან დაბრუნდა, სადაც კლუბის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
27.09.2006

ინტერვიუ შალვა ღონღაძესთან...

...ავიღოთ ”ზესტაფონი”-ს მცველი შალვა ღონღაზე. რადგან გაიოზ დარსაძემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, მაშინვე მასზე ხელი ჩაიქნიეს. არადა,საქართველოს ჩემპიონატში ან თასზე მისი თამაში ვისაც უნახავს, აღიარებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია...
23.09.2006

კიდევ ერთი გამარჯვება !

 მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი ს.კ. ”ზესტაფონ”-სა და თბილისის ”დინამო”-ს შორის...
20.09.2006

ინტერვიუ გიორგი განუგრავასთან...

 გიორგი განუგრავას თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცა. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წევრობის ახალგაზრდა კანდიდატი იშვიათად ჩნდებოდა ”ზესტაფონი”-ს შემადგენლობაში.
18.09.2006

ახლა ”ზესტაფონ”-ში  საკადრო საკითხებს მე ვწყვეტ!

 თემურ მახარაძის და ”ზესტაფონი”-ს  ურთიერთობა ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტივით განვითარდა და ტრადიციული ჰეფიენდით დასრულდა. გულშემატკივარიც ბედნიერია, რომ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. ეს საქართველოს ფეხბურთის  ისტორიაში პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც  გულშემატკივართა მოთხოვნით  მწვრთნელი გუდში დააბრუნეს.
11.09.2006

ყვირილისპირა ცალკარა

  თემურ მახარაძემ ”ზესტაფონ”-ში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა.მატჩის ანაგარიში სანახევროდ თუ ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ყვირილისპირულ  დერბიში მასპინძლები ფლობდნენ.
31.08.2006

"ზესტაფონ"-მა ედიკ საჯაია დაიმატა

    2006 წლის 31 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების მცველთან ედიკ საჯაიასთან.

01.09.2006

თემურ მახარაძე ზესტაფონში დაბრუნდა

    2006 წლის 1 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა თემურ მახარაძე.

30.08.2006

მერაბ კოჭლაშვილი გადადგა...

     2006 წლის 30 აგვისტოს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა.

17.08.2006

ზესტაფონელები ფარერის კუნძულებზე...

 სტარტი აიღო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სასტარტო მატჩი გამართა სტუმრად ფარერის კუნძულების გუნდთან და მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება ანგარიშით 6-0.

16.08.2006

  პარაგვაელები ზესტაფონში...

 2006 წლის 16 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში გასასინჯად ჩამოვიდნენ პარაგვაელი ფეხბურთელები: ხესუს მარტინესი, დიეგო ფიგერელო და დანიელ ტორესი. გუშინვე მათ ივარჯიშეს გუნდთან ერთად.

30.07.2006

სეზონის პირველი მატჩები, პირველი გამარჯვებები...

 შაბათს, 29 ივლისს სტარტი აიღო საქართველოს მე-18 ეროვნულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის პირველ მატჩს ატარებდა შინ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივთან”.

26.07.2006

   ინტერვიუ მერაბ კოჭლაშვილთან

 ”ზესტაფონის” ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები გერმანული შეკრებიდან თავაწეულები დაბრუდნენ. მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა და არც ერთში არ დამარცხებულა.

08-22.07.2006

”ზესტაფონი” გერმანიაში.

8 ივლისს საფებურთო კლუბ ”ზესტაფონი”- ს პირველი გუნდი  გაემგზავრა გერმანიაში, სადაც გაივლის ახალი, 2006-2007 წლების სეზონისათვის მზადების დასკვნით, მესამე ეტაპს. გუნდი დაბინავდა ქალაქ ფრანქფურტის გარეუბან გრიუნბერგში, სადაც მზადებისა და ვარჯიშისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

03.07.2006

ზესტაფონ”-მა ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო

   2006 წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მერაბ კოჭლაშვილი, რომელიც XVII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ნახევრის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ჟორჟიკაშვილის ასისტენტად მუშაობდა.

12.06.2006

ზურაბ იონანიძე - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია!

  კვირას, 11 ივნისს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დია 2006-ის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ 2005-06 წლების სეზონის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა.

24.05.2006.

ზესტაფონი” ჩემი არ არის, ”ზესტაფონი”  ზესტაფონისაა

”არ მინდა, ”ზესტაფონს” ილია კოკაიას კლუბი ერქვას. კლუბს ჰქვია ”ზესტაფონი”.  ის იმერეთის პატარა ქალაქის, მთლიანად საქართველოს გუნდია და სახელს უნდა ამართლებდეს. ეს არ არის ერთი კაცის ლოკალური ინტერესებში ჩამჯდარი კლუბი ” -ეს ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას სიტყვებია...

23.05.2006.

ილია კოკაია: ”ზეტაფონი” ქართული ოქროსათვის იბრძოლებს

   თასის ფინალის დასრულებისთანავე ხმები დაირხა, მომავალ სეზონში ”ზესტაფონი” ძველებურად ვეღარ იჩაუქებს და მას წამყვანი ფეხბურთელები დატოვებენო. გვინდა ქართული ფეხბურთის  ქომაგი გავახაროთ: ეს თვითმყოფადი გუნდი ქართული საფეხბურთო რუკიდან არ გაქრება.

15.05.2005

ფინალი-ფილმი.ქართული ფეხბურთი ჰოლივუდის სცენარით

წესით და რიგით, უნდა ვწერდეთ, "ამერმა" "ზესტაფონს" მოუგოო. ეს წესით და რიგით, თორემ "ამერმა" უფრო მეტად არასახარბიელო პროგნოზს, "კეთილისმსურველთა" ეჭვსა და ვარაუდს, თუ გნებავთ, კონიუნქტურასაც მოუგო და რაც შეეხება "ზესტაფონს", წაგებულად მოხსენიებისთვის ნამდვილად არ გვემეტება. გუშინ ყველამ მოიგო, მათ შორის "ზესტაფონმაც",

14.05.2005

საქართველოში დასრულდა საფეხბურთო სეზონი

დასრულდა 2005-2006 წლის საფეხბურთო სეზონი საქართველოში. ქვეყნის ჩემპიონი გახდა ბოლნისის ”სიონი”, თასს კი საფეხბურთო კლუბი ”ამერი” დაეუფლა

02.05.2005

ზესტაფონი ფინალშია !

2 მაისს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები...

08.04.2005

დიდი ნაბიჯი ფინალისკენ!

8 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩები...

31.03.2005

კობა ჟორჟიკაშვილი დაინიშნა ს. კ. ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად

მიმდინარე წლის 31 მარტს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარმა მწრვთნელმა, ბატონმა თემურ მახარაძემ.

23.03.2005

შვიდიდან ოთხი მატჩიც მსაჯმა მოგვაგებინა?

”ზესტაფონი” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ამას მოჰყვა ის , რომ თბილისის ”დინამო”-ს მესვეურებმა არბიტრ მალხაზ მაისურაძის მოქმედებაში მიკერძოება დაინახეს.

18.03.2005

”ზესტაფონი” თასის ნახევარფინალშია!

18 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი თბილისის ”დინამო”-სა და ს.კ. ”ზესტაფონ”-ს შორის.

17.02.2006

სეზონის წარმატებული სტარტი

18 თებერვალს საქართველოში განახლდა საფეხბურთო სეზონი. ს.კ 'ზესტაფონ~ -მა წარმატებით იასპარეზა ჩემპიონატის საწყის ტურებში და თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში.

17.02.2006

ვისაც არ უნდა დარჩეს ფერო, კლუბის პრეზიდენტი მე ვიქნები!

ორი დღის წინ ქარხანაში ფინანსური პოლიციისა და სოდ-ის შესვლას გუნდისა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში ბუნებრივი კითხვა მოჰყვა- რა ბედი ელის ს.კ. ”ზესტაფონ”-ს ?

16.02.2006.

მომზადება კვიპსოსზე.

31 დეკემბერს საფებურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი  კვიპროსს გაემგზავრა. გუნდი დაბინავდა ქალაქ ლარნაკაში, სასტუმრო ”პრინც ლუის”-ში.  კვიპროსზე  გუნდი გაივლის  მომზადების ბოლო, მეორე ეტაპს.

13.12.2005

ზესტაფონი. ინტერვიუ გიორგი თურმანიძესთან. გვერიდეთ, თასზეც და პირველობაზეც!

გიორგი თურმანიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელთაგან - რაც არ უნდა იყოს, რამდენიმე სეზონი რუსეთის პირველ და მეორე ლიგაში უთამაშია.

 

28.11.2005

კონცერტი პირველი წრის დახურვაზე. ზესტაფონი-კახეთი 4:0

• ბოლო ტურებში ტემპაკრეფილმა "ზესტაფონმა" პირველი წრის ბოლო შეხვედრა მშვენივრად წარმართა და შეხვედრის ბოლოს მაყურებელთა აპლოდისმენტები ალალად დაიმსახურა.

.
21.11.2005

სოხუმი-ზესტაფონი 0:1

 მატჩის მიწურულს, როდესაც საქმე იმისკენ მიდიოდა, რომ სოხუმელები შეძლებდნენ კარის დაცვას, არბიტრმა "ზესტაფონის" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

15.11.2005

ჟორჟიკაშვილი მოგებით წავიდა, ზესტაფონში მახარაძე ბრუნდება. ზესტაფონი-კოლხეთი 3:0

სატურნირო ცხრილის მეზობელთა დაპირისპირებამ საინტერესო ორთაბრძოლაში ჩაიარა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, აზარტი და მონდომება ორივე გუნდის მხრიდან იგრძნობოდა და შეხვედრა სანახაობრივად არცთუ ურიგო გამოდგა.

03.11.2005

ზესტაფონი. მახარაძე 13 ნოემბერს ბრუნდება

13 ნოემბერს " ზესტაფონს " ფოთის " კოლხეთთან " მოედანზე თემურ მახარაძე გაიყვანს . ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა გუნდის პრეს - ატაშემ სერგო ფუტკარაძემ:

01.11.2005

ზესტაფონს პატარა ბრაზილიად გადავაქცევთ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტის, ილია კოკაიას შეხვედრა გუნდის გულშემატკივრებთან.

31.10.2005

ზესტაფონი - დილა 2:0. ორმაგი ავტოგოლი

ზესტაფონელებს ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოუგებელი მატჩი დაუგროვდათ და მოედანზე თავიდანვე შემართულები გავიდნენ . მატჩს ნოდარ ახალკაცი და გაიოზ დარსაძეც ადევნებდნენ თვალს . მათი სტუმრობა მასპინძლებისთვის დამატებითი სტიმული გამოდგა .

18.10.2005

მალე ზესტაფონის აიაქსი წარმოგიდგენთ...

”სურვილი მაქვს, ზესტაფონში ამსტერდამის ”აიაქსი”-ს საფეხბურთო სკოლისმაგვარი ავამოქმედო და ქართული ფეხბურთი ტალანტებით მოვამარაგო”

07.10.2005

მატჩისშემდგომი ინტერვიუ ჟორჟიკაშვილთან. ახალგაზრდაც მჭირდება და ვეტერანიც

•  იმერული დერბის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე " ზესტაფონის " პრესატაშემ , სერგო ფუტკარაძემ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ახალი მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი წარუდგინა .

07.10.2005

ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან .

თუნდაც ორი წუთით მათამაშონ და თავს დავდებ   სანაკრებო განაცხადში უკვე ზედიზედ მეოთხედ აღმოჩნდა " ზესტაფონის " ნახევარმცველი კახა ჩხეტიანი .

 

06.10.2005

საქართველო - ყაზახეთი. კიდევ ორი ზესტაფონელი. ნაკრებს ჩხეტიანი და გოცირიძე დაუმატეს

ნაკრების ტექნიკურ ცენტრ " ბასაში " დაბინავებულ ეროვნულ გუნდს ყაზახეთთან 8 ოქტომბრის მატჩისთვის გუშინ მზადების მესამე დღე ჰქონდა . გაიოზ დარსაძემ კრებული გუშინ ერთხელ ავარჯიშა .

06.10.2005

ახალწვეული . ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან . ვისწავლი და თან შევეჯიბრები

- მისმა გვარმა პირველად , ხმამაღლა მაშინ გაიჟღერა , როცა ჩვენი ქვეყნის ცხრამეტწლამდელთა გუნდი იტალიაში , ლინიანოს ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადებოდა .
04.10.2005

ილია კოკაია

- მას შემდეგ , რაც იასონ კვირკველიამ მოედანზე პირველი ქართული გუნდი გაიყვანა , ჩვენი ფეხბურთი რამდენიმე წყაროთი საზრდოობდა . 1990 წლის შემდეგ , აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბარაქიანი " ონკანი " ჩაიკეტა , გაჭირვებამ სამეგრელოს სიმძლავრეებიც შეაფერხა და დავრჩით ორიოდე ქალაქის იმედად.

04.10.2005

გამარჯვება განახლებულ სტადიონზე

25 სექტემბერს ოთხთვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიხსნა ზესტაფონის განახლებული სტადიონი.

03.10.2005

სიონი ჩემპიონობას ეპარება ? სიონი - ზესტაფონი 1-0

ბოლნისი ისევ ფეხბურთით ცხოვრობს . " სიონი " ეროვნულ პირველობას ლიდერობს და ლამაზ ფეხბურთსაც აჩვენებს . " ზესტაფონთან " მატჩმა ბოლნისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

26.09.2005

ზესტაფონში სტადიონი გაიხსნა

კვირას ზესტაფონში ახალგარემონტებული სტადიონი გაიხსნა.
რაიონის ცენტრალური სტადიონის აღდგენა-განახლება მთლიანად ზესტაფონის ”ფეროშენადნობთა ქარხანამ“ აიღო თავის თავზე. სტადიონზე მთლიანად შეიცვალა არსებული კომუნიკაცია, განათების სისტემა და მოედნის მწვანე საფარი.

21.09.2005

ზესტაფონელები დინამოს ბრალდებებს გამოეხმაურნენ

ზესტაფონის ”ზესტაფონის“ გულშემატკივრები დღეს საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ თბილისის ”დინამოს“ ბრალდებას, რომლის თანახმად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი ”თამაშებს ყიდულობს და სხვადასხვა გუნდების წარმატებებს აფერხებს“.
21.09.2005

ფერო ფედერაციას აღარ დააფინანსებს

ორი წელი და კიდევ რამდენიმე თვე გავიდა მას მერე, რაც სააქციო საზოგადოება "ფერო" ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა. მაშინ სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია იყო და ის სპონსორთა რიცხვის გაზრდაზეც აქტიურად მუშაობდა.

21.09.2005

ბორჯომი - ზესტაფონი 1-0

•  მეექვსე ტურის ეს ცენტრალური შეხვედრა გასულ უქმეებზე უნდა გამართულიყო , მაგრამ იმის გამო გადაიდო , რომ " ზესტაფონის " ფეხბურთელები 19- წლამდელთა ნაკრების რიგებში , ტალინში.

25.08.2005

ФК "ЗЕСТАФОНИ" В ТРЕТИЙ РАЗ ЗА ГОД ПОБЕЖДАЕТ ДИНАМОВЦЕВ ТБИЛИСИ.

В третьем туре 17-ого чемпионата Грузии ф.к. «Зестафони» обыграл тбилисское «Динамо» со счетом 1-0.

22.08.2005

ზესტაფონი - დინამო ( თბ ) 1:0

ზესტაფონელებს ძალიან კი სურდათ , რომ თავიანთი განახლებული არენა " დინამოსთან " მატჩისთვის მზად ყოფილიყო , მაგრამ ზესტაფონის სტადიონზე სარემონტო სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო და ყვირილისპირელებმა საქართველოს ჩემპიონებს ქუთაისში უმასპინძლეს .

08.08.2005

ამერი - ზესტაფონი 2:0...

•  ჩემპიონატის პირველ ტურთან შედარებით , მეტოქეებმა ძირითად შემადგენლობაში თითო ცვლილება შეიტანეს : " ამერში " საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დობროვოლსკიმ დაიკავა , ხოლო ზესტაფონელთა რიგებში მცველი ფეზუაშვილი გამოჩნდა.

01.08.2005

თბილისი - ზესტაფონი 0:1. იღბალი ძლიერის ხვედრია ?

•  მიმდინარეობდა არბიტრის მიერ დამატებული დრო და ყველაფერი ლოგიკურად მთავრდებოდა - თანაბარი ძალის მეტოქეებს ერთმანეთში ქულები უნდა გაეყოთ . ზესტაფონელებმა , უფრო ინერციით , მარჯვენა ფრთიდან კომბინაცია წამოიწყეს.

01.06.2005

В ГРУЗИИ ЗАВЕРШИЛСЯ ФУТБОЛЬНЫЙ СЕЗОН.

Обладателем Кубка страны стал тбилисский «Локомотив» в финальном матче обыгравший со счетом 2-0 футбольный клуб «Зестафони».

დაწვრილებით:

27.05.2005

თასი ლოკომოტივისია

საფეხბურთო კლუბი თბილისის ”ლოკომოტივი“ მესამედ დაეუფლა საქართველოს თასს, რომელიც ამჟამად დავით ყიფიანის სახელს ატარებს. დღეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თასის ფინალურ მატჩში ”ლოკომოტივმა“ ”ზესტაფონი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

27.05.2005

საქართველოს თასი. ფინალი.

მატჩის წინ აგორებულმა პიარკამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო - დავით ყიფიანის სახელობის თასის მეთხუთმეტე გათამაშების ფინალმა მაყურებელი მრავლად მოიზიდა . ზესტაფონელთა მხარდამჭერებმა აღმოსავლეთი ტრიბუნა შეავსეს და შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე , ომახიანი შეძახილებით , თავისიანთა შეგულიანება დაიწყეს.

06.05.2005

В ФИНАЛЕ КУБКА ГРУЗИИ ВСТРЕТЯТСЯ "ЛОКОМОТИВ" (ТБИЛИСИ) И ФК "ЗЕСТАФОНИ"

4 мая состоялись ответные полуфинальные  матчи  Кубка  Грузии, носящего имя ныне покойного Давида Кипиани.

06.05.2005

ზაზა ზირაქიშვილი:

მნიშვნელობა არ ჰქონდა, გოლს მე გავიტანდი თუ მეკარე სომხიშვილი

04.05.2005

ზესტაფონი და ლოკომოტივი ფინალში

დღეს გაიმართა საქართველოს თასის განმეორებითი ნახევარფინალები და გამოვლინდნენ ფინალისტები. 26 მაისს გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან ”ზესტაფონი“ და ”ლოკომოტივი“.

22.04.2005

ГРУЗИЯ:

ФАНТАСТИЧЕСКОЕ ДОСТИЖЕНИЕ ФК "ЗЕСТАФОНИ": 15 МАТЧЕЙ БЕЗ ПОРАЖЕНИЙ!

21.04.2005

ილია კოკაია : ახალკაცის კანდიდატურის წამოყენება ჩვენთვის დიდი პატივი იქნება

-   საფეხბურთო კლუბი " ზესტაფონი " ბოლო დროს ქართული ფეხბურთის ერთ - ერთ ეპიცენტრად იქცა . თემურ მახარაძემ აუტსაიდერი ჯადოსნური ჯოხით პირველობის ერთ - ერთ ლიდერად აქცია . გარდა იმისა , იმერული კლუბისადმი ინტერესი კიდევ ორი ფაქტის გამო გაიზარდა :

21.03.2005

НАДЕЖДА УМИРАЕТ ПОСЛЕДНЕЙ...

Главным откровением возобновившегося 14 февраля сезона в Грузии стала игра новичка высшей лиги - футбольного клуба «Зестафони» из одноименного города.
14.03.2005

თემურ მახარაძე : ვისაც რა უნდა , ის თქვას

თემურ მახარაძე თავის სტიქიაშია . მან კიდევ ერთხელ მოახერხა არაფრისგან გუნდის ჩამოყალიბება . 50 წლის სპეციალისტის დანიშვნამდე , "ზესტაფონი " გუნდი არ იყო , უფრო მის იმიტაციას ჰგავდა .

12.02.2005

 ”ზესტაფონი“ ნახევარფინალშია

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2004-05 წლების გათამაშების ბოლო - მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა.

09.03.2005

ზესტაფონი ჩემთვის ბოლო ქართული კლუბია

ბექა გოცირიძეს ფოთის " კოლხეთთან " მატჩი ყოველთვის ტკბილად გაახსენდება . " ზესტაფონის " 16 წლის ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

26.02.2005

დერბი ?! არა ! ომი !

" ზესტაფონის " ბოლოდროინდელი წარმატებების გამო , ქუთაისში გასამართ ამ მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდა. სტუმრებს ქუთაისიდან წაყვანილი ძველ - ახალი ფეხბურთელები საკმაოდ ჰყავთ .

15.02.2005

ზეიმი ზესტაფონის ქუჩაზე

79-ე წუთზე კუთხურს აწვდის მასპინძელი თურმანიძე, დინამოელ მცველებს წამით უმეთვალყურეოდ რჩებათ მეკარის ბაქნის კუთხესთან მდგომი იონანიძე, იგი თავით ბურთს მარცხენა დაბალ კუთხეში აგზავნის და გამარჯვების მომტანი გოლი გააქვს ...

15.02.2005

ზესტაფონმა დინამო გააგდო

საქართველოს თასის განმეორებითი მერვედფინალური მატჩით განახლდა საქართველოში საფეხბურთო სეზონი. თემურ მახარაძის “ზესტაფონმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 11-გზის ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “დინამო” და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა ...

 

 
   
   
FC ZESTAFONI © 2005