ზესტაფონი - დილა 2:0. ორმაგი ავტოგოლი

ზესტაფონელებს ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოუგებელი მატჩი დაუგროვდათ და მოედანზე თავიდანვე შემართულები გავიდნენ . მატჩს ნოდარ ახალკაცი და გაიოზ დარსაძეც ადევნებდნენ თვალს . მათი სტუმრობა მასპინძლებისთვის დამატებითი სტიმული გამოდგა .

მასპინძლებმა სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და მე -5- ე წუთზე მიზანსაც მიაღწიეს : იმედაძემ ძველი დროება გაიხსენა , დრიბლინგით სამი მეტოქე ჩამოიცილა და ილურიძეს ახლოდან გაუტანა - 1:0

მიღებულმა გოლმა გორელები არ დააბნია . " დილა " მცირე ხნით ტერიტორიულ უპირატესობასაც კი დაეუფლა , მაგრამ მათი აქტიურობა მხოლოდ წუწუნავას ორ დარტყმაში გამოიხატა , რომელიც ორივეჯერ ქვაჩახიას იოლი ნადავლი აღმოჩნდა .

პირველ ტაიმში " ზეტაფონს " რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა , მაგრამ იონანიძემ , ნოზაძემ და იმედაძემ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს .

დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი , გოცირიძემ სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა . მალე იმედაძემ კვლავ გაიბრწყინა , საჯარიმოში ორი მცველი ჩამოიცილა და კარშიც დაარტყა , მაგრამ ბურთს ილურიძე გადაეღობა .

გამოუყენებელი მომენტების გამო " ზესტაფონი " კინაღამ დაისაჯა . ვაჟკაცურად მებრძოლ გორელებს 66- ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცათ : მცველების შეცდომის წყალობით სულთანიშვილი მეკარესთან პირისპირ , დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა , ხელსაც არავინ უშლიდა , მაგრამ დაახლოებით ათი მეტრიდან მცირედით ააცილა .

მატჩის ბოლო წუთებამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა . მასპინძლებს თითქოს მინიმალური სხვაობით უნდა მოეგოთ , მაგრამ 87- ე წუთზე რევაზიშვილმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სანაიამ " დილის " კარში პენალტი დანიშნა .

თერთმეტმეტრიანის შესრულება იმედაძემ ითავა , თუმცა მისი დარტყმული ილურიძემ უკუაგდო . იმედაძე გამოვარდნილი ბურთის კარში გადაგზავნას შეეცადა , მაგრამ მას გორელმა მცველებმა , ქარქუზაშვილმა და გოჩაშვილმა დაასწრეს და საკუთარ კარი ერთობლივი ძალებით დალაშქრეს - 2:0. მსაჯების გადაწყვეტილებით გოლი მხოლოდ ქარქუზაშვილის ანგარიშზე ჩაიწერა . ისე , მართლაც კურიოზული ეპიზოდი იყო და ამ გოლმა გულშემატკივრებთან ერთად ტრიბუნებზე მსხდომი ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელიც კარგად ამხიარულა .

შეხვედრის დასრულებამდე ფიფიას ორჯერ შეეძლო გატანა , მაგრამ პირველად ააცილა , მეორეჯერ კი მისი შეტევა ილურიძემ მოიგერია .

მატჩის შემდეგ

ვლადიმერ ხაჩიძე ( დილა ): " საინტერესო თამაში გამოვიდა . ამ ეტაპზე " დილა " და " ზესტაფონი " სხვადასხვა " წონით კატეგორიებს " განეკუთვნებიან და ეს შედეგზეც აისახა ".

კობა ჟორჟიკაშვილი ( ზესტაფონი ): " დილამ " ვაჟკაცური წინააღმდეგობა გაგვიწია , დიდ სირთულებს გადავაწყდით და მიხარია , რომ გავიმარჯვეთ ".

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005