ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შედეგები
გაზეთ ”სპორტის” რჩეულნი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე 26 ნოემბერს ჩატარებული მეცამეტე ტურის შეხვედრებით დასრულდა. გაზეთ ”სპორტის” 5 დეკემბრის ნომერში პირველი წრის შედეგებია შეჯამებული და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესონია დასახელებული:
პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი: დავით დიღმელაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)
პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე (რუსთავის ”ოლიმპი”), თემურ მახარაძე (”ზესტაფონი”)
პირველი წრის აღმოჩენა: მიხეილ ალავიძე (რუსთავის ”ოლიმპი”)
პირველი წრის საუკეთესო ლეგიონერი: ერიკ-რომეო ჩასემი (ბოლნისის ”სიონი”)
გაზეთმა ”სპორტმა” საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა:
მეკარე: გრიგოლ ჭანტურია (ზესტაფონის ”ზესტაფონი”)
მარჯვენა მცველი: დავით გამეზარდაშვილი (ქუთაისის ”ტორპედო”)
ცენტრალური მცველი: შალვა ღონღაძე (ზესტაფონის ”ზესტაფონი”)
მარცხენა მცველი: მიხეილ მახვილაძე (რუსთავის ”ოლიმპი”)
მარჯვენა ნახევარმცველი: გრიგოლ დოლიძე (თბილისის ”ამერი”)
მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი: დავით დიღმელაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)
მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი: დავით ბოლქვაძე (თბილისის ”ამერი”)
მარცხენა ნახევარმცველი: ლაშა ქებაძე (რუსთავის ”ოლიმპი”)
გამთამაშებელი: გოგი ფიფია (ზესტაფონის ”ზესტაფონი”)
მარჯვენა თავდამსხმელი: ნიკა გელაშვილი (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”)
მარცხენა თავდამსხმელი: სანდრო იაშვილი (თბილისის ”დინამო”)
|