2006 წლის 5 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ , ”ცენტრალურ”-ზე უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბოლნისის ”სიონ”-ს.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დროს გადაუღებლად წვიმდა, ზესტაფონის ცენტრალური არენის ტრიბუნებზე 4 000 გულშემატკივარი შეიკრიბა.
მასპინძლები, ზესტაფონელი ფეხბურთელები, მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. ხოლო ის, რაც მინდორზე მეთორმეტედან მეოცე წუთამდე დატრიალდა, ნამდვილ ქარიშხალს ჰგავდა. მატჩის სწორედ ამ მონაკვეთში მასპინძლებმა ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ დაამწუხრეს მოქმედი ჩემპიონი. ანგარიში მე-12-ე წუთზე ულაზესი შორეული დარტყმით ედიკ საჯაიამ გახსნა. პირველი გოლიდან წუთიც არ იყო გასული, როცა ნიკოლოზ კვასხვაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე ბურთი დემორალიზებულ სტუმართა კარში გუნდის უბერებელმა ლიდერმა და გოლეადორმა, ზურაბ იონანიძემ მეოცე წუთზე გაიტანა.