საქართველო - ყაზახეთი. კიდევ ორი ზესტაფონელი. ნაკრებს ჩხეტიანი და გოცირიძე დაუმატეს

ნაკრების ტექნიკურ ცენტრ " ბასაში " დაბინავებულ ეროვნულ გუნდს ყაზახეთთან 8 ოქტომბრის მატჩისთვის გუშინ მზადების მესამე დღე ჰქონდა . გაიოზ დარსაძემ კრებული გუშინ ერთხელ ავარჯიშა . წვრთნა დახურული იყო და სამზადისის შესახებ ცნობა კვლავ სფფ - ის პრესატაშე სანდრო ცნობილაძემ მოგვაწოდა .

" ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნა 12 საათზე " ოლიმპის" სტადიონზე გაიმართა და საათნახევარს გასტანა. ვარჯიშის მთავარი ნაწილი ორკარას დაეთმო... ეროვნულ გუნდში ცვლილებაა, ლევან ცქიტიშვილის, გოგა გახოკიძისა და შოთა არველაძის ნაცვლად ნაკრებს დღეს (5 ოქტომბერს - ავტ.) " ზესტაფონის" ორი ფეხბურთელი, კახა ჩხეტიანი და ბექა გოცირიძე დაემატნენ. მზადება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს, განწყობა კარგია და გუნდს ტრავმებიც არ აწუხებს," - გვითხრა ცნობილაძემ.

ასე რომ ორი ფეხბურთელის დამატების შემდეგ, ეროვნული კრებულის ოცეული ახლა ასე გამოიყურება:

გიორგი ლომაია, ზვიად სტურუა, ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა მჟავანაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ხიდეშელი, მალხაზ ასათიანი, ლევან კობიაშვილი, ჯაბა კანკავა, გოგიტა გოგუა, გიორგი განუგრავა, კახა ჩხეტიანი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია, რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე.

რაც შეეხება დღევანდელ განრიგს, ეროვნული ნაკრების ვარჯიში, ისანში, " ოლიმპის" სტადიონზე 16:15 საათზე დაიწყება და ამჯერად უკვე პრესას უფლება აქვს, წვრთნას დაესწროს.

მეტოქე ყაზახები თბილისში დღეს, საღამოს 7 საათზე ჩამოვლენ. სტუმართა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სასტუმრო " ბატესტაში" დაბინავდება, საქართველოში ვარჯიშს არ გეგმავს. სერგეი ტიმოფეევის გუნდი კი, რომელიც ოტელ " ქორთიარდ მარიოტში" იცხოვრებს, ხვალ, 7 ოქტომბერს, 19:30 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. ყაზახებამდე კი ამავე არენაზე, ვარჯიშს ჩვენი ეროვნული ჩაატარებს. გაცნობებთ იმასაც, რომ სტუმართა დელეგაციაში თითქმის ორი ათეული ჟურნალისტია.

www.sporti.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005
gn="top" bgcolor="#412F92"> 
FC ZESTAFONI © 2005