2006 წლის 18 დეკემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა დაიწყო საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების გადამწყვეტი, მეორე ეტაპისათვის მზადება.
საგაზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადებისათვის გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს სამი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც გასტანს 28 დეკემბრამდე, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას და მათ ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.
მომზადების მეორე ეტაპის გამართვა დაგეგმილია იანვრის პირველ ნახევარში დაბა ბაკურიანში, ხოლო ამის შემდეგ იგეგმება უცხოური შეკრების გავლა.