იმერული სავარჯიშო .
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი ისევ თბილისშია, სადაც განაგრძობს საქართველოს მე-18-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადების მეორე ეტაპის გავლას. 22 იანვარს გუნდმა გამართა მორიგი საკონტროლო შეხვედრა. მატჩში, რომელსაც თბილისის ”ლოკომოტივი”-ს ბაზამ უმასპინძლა, ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ქუთაისის ”ტორპედო”.
მარგველებმა იასპარეზეს შემდეგი შემდგენლობით: ჯალაღონია, თურმანიძე, თოდუა (ჩოხელი, 60), სანტოსი (ხუმარაშვილი, 75), საჯაია, ჩხეტიანი, ონიანი, ჭელიძე (ძარია, 63), ნოზაძე, ვიეირა (პანოვი, 83), იონანიძე (პარამონოვი, 62).
შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოყოლებული ს.კ. ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელები ფლობდნენ აშკარა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა ვერ შეძლეს რამოდენიმე აშკარა საგოლე მომენტის რეალიზება. ერთადერთი გოლი კი მე-40-ე წუთზე გავიდა, მას შემდეგ, რაც ზურაბ იონანიძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისათვის დანიშნული პენალტი თვით დაზარებულმა გოლად აქცია.
|
22/01/2007- "ზესტაფონი" - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-0 |
|
|