07.10.2006

   

ბრაზილიელები ”ზესტაფონ”-ში

2006 წლის 5 ოკტომბერს თბილისში ჩამოფრინდა ბრაზილიელი ფეხბურთელების ოთხკაციანი ჯგუფი - ჟილვან ვიეირა, ილან შაგასი, როჟერიო სოარესი და ედსონ სანტოსი.

ბრაზილიული კვარტეტი შეუერთდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველ გუნდს, რომელიც დღესდღეობით, სარგებლობს რა ეროვნულ ჩემპიონატში წარმოქმნილი პაუზით, გადის შეკრებას ქალაქ თბილისში. უახლოეს დღეებში ბრაზილიელები იასპარეზებენ ამხანაგურ მატჩებში, რომელიც ს.კ ”ზესტაფონ”-ს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ; კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ოქნება მიღებული გადაწყვეტილება ოკეანესგაღმელთა კლუბში დარჩენა - არდარჩენის შესახებ.

ორიოდე სიტყვით მოგახესენებთ ბრაზილიელი ფეხბურთელების შესახებ:

ილან დიას შაგასი (სურათზე - პირველი მარცხნიდან) - ნახევარმცველი, დაბ. 17.02.1982;

ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი; (სურათზე - მეორე მარცხნიდან) - მცველი, დაბ. 28.09.1980;

როჟერიო სუარესი (მაგრაო) (სურათზე - მეორე მარჯვნიდან) - დავდამსხმელი, დაბ. 20.10.1982;

ჟილვან გომეს ვიეირა ( სურათზე - პირველი მარჯვნიდან) - ნახევარმცველი, დაბ. 09.04.1984.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7 ოქტომბერს გაიმართა ამხანაგური მატჩი ს.კ ”ზესტაფონ”-სა და თბილისის ”მერან”-ს შორის. მატჩი დასრულდა 3-1 ზესტაფონელთა სასარგებლოდ.

გოლები: იონანიძე (11, პენ.) , ჭელიძე(23; 36)

ს.კ ”ზესტაფონი”-ს შემადგენლობა:

რ. კვასხვაძე, ღონღაძე, თოდუა, ედსონ სანტოსი, ილანი, ჭელიძე(თურმანიძე, 46), ნოზაძე(ჩხეტიანი,46) , საჯაია(ძამსაშვილი,46) , ვიეირა, ფიფია, იონანიძე(მაგრაო,46) .



ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს- სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005