შვიდიდან ოთხი მატჩიც მსაჯმა მოგვაგებინა?
თემურ მახარაძე : არბიტრი ”დინამო”-ს ეხმარებოდა
”ზესტაფონი” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ამას მოჰყვა ის , რომ თბილისის ”დინამო”-ს მესვეურებმა არბიტრ მალხაზ მაისურაძის მოქმედებაში მიკერძოება დაინახეს. საკამათო გახდა სანდრო იაშვილის მიერ 44-ე წუთზე გატანილი გოლი. მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ ”დინამო”-ს ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა და ამიტომაც გააუქმა გოლი. საქართველოს ჩემპიონის წარმომადგენლებმა სადისციპლინო კომისიას წარუდგინეს მატჩის ვიდეოჩანაწერი, რომელზე დაყდნობითაც მაისურაძის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენეს. გუშინ ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე რედაქციაში დაგვიკავშირდა და გულისნადები გაგვიზიარა:გაოცებული ვარ იმ გამონათქვამებით, რომლითაც ”ზესტაფონის ” სათასო გამარჯვების გაუფასურებას ცდილობენ. თავიდანვე ვიტყვი, რომ ”დინამოში ” წლების წინ ვმიშაობდი და ამ გუნდის გულშემატკივართა ვრჩები დღესაც. დიდ პატივს ვცემ კლუბის დღევანდელ ხელმძღვანელებსაც, მაგრამ მათ ბრალდებებს ვერ გავიზიარებ. უსამართლობაა იმის მტკიცება, თითქოს ”ზესტაფონის ” გამარჯვება არა უშუალოდ თამაშის, არამედ მსაჯის დამსახურება იყო. მარტო წელს სამჯერ შევხვდით ”დინამოს ” და ვერც ერთხელ ვერ მოგვიგეს. შარშანდელიდან მოყოლებული , შვიდჯერ ვითამაშეთ და აქედან ოთხჯერ ”ზესტაფონ”-მა გაიმარჯვა, სამჯერ კი ფრედ ვითამაშეთ. ნუთუ ვისმეს სჯერა , რომ ეს სტატისტიკაც მსაჯების დამსახურებაა? ვფიქრობ, აქ კომენტარი ზედმეტია. მე პირიქით ვამბობ: მსაჯი ”ზესტაფონის” კი არა , ”დინამოს” მიმართ ამჟღავნებდა სიმპათიებს. ბიჭები ნაწყენები არიან, რომ მატი შრომა წყალს გაატანეს ...
- ბატონო თემურ, ვიდეოჩანაწერებიდან გამოჩნდა, რომ არც თამაშგარე იყო და იაშვილსაც ხელით არ უთამაშია...
- გააჩნია, ვისი ვიდეოჩანაწერი ნახეთ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იაშვილმა წესების დარღვევით გაიტანა გოლი. გიგაურის პასის შემდეგ მან მარცხენა ხელით გაისწორა ბურთი და ამის შემდეგ კარში დაარტყა. ”ზესტაფონი” არ არის ”დინამოსნაირი” მდიდარი კლუბი, მათი მსგსვსი ინფრასტრუქტურა სანატრელი გვაქვს და ჩვენი პრეზიდენტიც საქართველოში არ იმყოფება... მოკლედ, ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა და კიდევ ასეთი ბრალდებები გვინდა? შარშან , თავს დავდებ, თასის ფინალში ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ისევ საკუთარ თავში დავიწყე წაგების მიზეზის ძიება . გული იმაზეც დამწყდა, ”დინამომ” ”ვიტ-ჯორჯია”-სთან როდესაც წააგო... ამაზეც ჩვენ მოგვწდნენ! ყოველთვის ვერიდები ლაპარაკს საკუთარ დამსახურებებზე, მაგრამ როდესაც ყველაფერს წყალში გვიყრიან, ძნელი ასატანია...
|