31,01-14,02 2006

მომზადება კვიპსოსზე.


31 დეკემბერს საფებურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი  კვიპროსს გაემგზავრა. გუნდი დაბინავდა ქალაქ ლარნაკას სასტუმრო ”პრინც ლუის”-ში.  კვიპროსზე  გუნდი გაივლის  მომზადების ბოლო, მეორე ეტაპს. გადაწყვეტილია, რომ საფებურთო კლუბი ”ზესტაფონი” გამართავს 5 საკონტროლო შეხვედრას, კერძოდ:

04/02/2006- ”ზესტაფონი”- ”სატურნი” (რამენსკოე, რუსეთი) 0-2

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა:
ჭანტურია,ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი,ძამსაშვილი, ნოზაძე,ნუდნი, თურმანიძე,ფიფია,იმედაძე,იონანიძე

გოლები: ჟან კარლოსი(20, პენალტით), ესიპოვი ,61

ზესტაფონელებმა მთელი მატჩი ჩაატარეს შეცვლების გარეშე.

პირველი გოლი "ზესტაფონი"-ს კარში გავიდა საკმაოდ საეჭვო პენალტის შედეგად, ამის შემდეგ "ზესტაფონი" ფლობდა გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას ( კუთხურები 6-0 "ზესტაფონი"-ს სასარგებლოდ) , თუმცა გატანილ ბურთებში ეს ყოველივე არ გადაზრდილა.
მეორე ტაიმის 15 -ე წუთზე კი მეორე ბურთიც გავუშვით. საბოლოოდ , მატჩის შედეგი აღარ შეცვლილა.

 

07/02/2006- ”ზესტაფონი”-”ლუჩ-ენერგია” (ვლადივოსტოკი, რუსეთი) 1-0

ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა:  
ჭანტურია,ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი,ძამსაშვილი, ნოზაძე,ნუდნი(პანოვი), თურმანიძე(გორგიაშვილი),ფიფია,იმედაძე,იონანიძე(გიორგიძე)
გოლი: იონანიძე, 65

შეხვედრა მიმდინარეობდა ზესტაფონელთა სრული სათამაშო უპირატესობით . მატჩის  ბედი გადაწყვიტა 65 წუთზე ზურაბ იონანიძის მიერ გატანილმა ულამაზესმა გოლმა. ”იონა”-ს საჯარიმოს მისადგომებიდან  ”გასროლილი” ვლადივოსტოკელთა ”ცხრიან”-ში გაეხვია .
აღსანიშნავია ის გარემოებაც , რომ მატჩს ემსახურებოდა რუს მსაჯთა ბრიგადა.

 

09/02/2006- ს.კ."ზესტაფონი"- “კოლუბარა” (ლაზარევაცი, სერბეთი და ჩერნოგორია) 3-1

 ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა:  
ჭანტურია,ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი,ძამსაშვილი, ნოზაძე,ნუდნი, თურმანიძე,ფიფია,იმედაძე,იონანიძე

მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ :პანოვი, გორგიაშვილი, გიორგიძე, შარანგია, ჯანელიძე, გელაჭეიშვილი,თარხნიშვილი, გავაშელიშვილი

გოლები: იმედაძე,40; ფიფია,62,75

შეხვედრა წარიმართა  ზესტაფონელთა კარნახით. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გახსნა გია იმედაძემ, მეორეში კი გოგა ფიფიას დუბლის წყალობით ანგარიში 3-0 გაიზარდა. ამის შემდეგ ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე შეუშვა 8 ახალბედა ფეხბურთელი. მხოლოდ ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და სერბებმა შესძლეს ანგარიშის სხვაობის შემცირება

 

10/02/2006- ”ზესტაფონი”-”არჯეში” (პიტეშტი, რუმინეთი) 1-4

  ს.კ."ზესტაფონი"- ს შემადგენლობა:  
ჭანტურია,ღონღაძე, თოდუა, ჩხეტიანი,ძამსაშვილი, ნოზაძე,ნუდნი, თურმანიძე,ფიფია,იმედაძე,იონანიძე

მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ :პანოვი, გორგიაშვილი, გიორგიძე, შარანგია, ჯანელიძე, გელაჭეიშვილი,თარხნიშვილი, გავაშელიშვილი

გოლი: იმედაძე
ალბათ, არავის გაგიკვირდებათ გუშინდელი მარცხი . მიზეზი ორია :
1. კოლუბარასთან გუშინწინდელი მატჩის შემდეგ არჯეშთან ძალების აღდგენა შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ არ დაარღვია წინასწარი შეთანხმება რუმინელებთან.
2. ძირითადებმა ითამაშეს მხოლოდ 1 ტაიმში

 

13/02/2006- ”ზესტაფონი”-”სეული” (სეული, სამხრეთ კორეა) 1-1
 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

 

   
FC ZESTAFONI © 2005