ფეხბურთი: ზესტაფონში სტადიონი გაიხსნა
კვირას ზესტაფონში ახალგარემონტებული სტადიონი გაიხსნა.
რაიონის ცენტრალური სტადიონის აღდგენა-განახლება მთლიანად ზესტაფონის ”ფეროშენადნობთა ქარხანამ“ აიღო თავის თავზე. სტადიონზე მთლიანად შეიცვალა არსებული კომუნიკაცია, განათების სისტემა და მოედნის მწვანე საფარი.
როგორც ინტერპრესნიუსს ს/ს ”ზესტაფონის ფეროს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჩიქოვანმა განუცხადა, ზესტაფონის საფეხბურთო გუნდი იმსახურებს თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონს. ”აუცილებელია წავახალისოთ ის სპორტსმენები, რომლებიც რაიონის ღირსებას ბოლო პერიოდში წარმატებით იცავენ“, - აღნიშნა მან.
სტადიონის გახსნას ადგილობრივი მთავრობა და გულშემატკივრები დაესწრნენ.
საფეხბურთო გუნდ ზესტაფონის ”ზესტაფონს“ ”ფეროშენადნობთა ქარხანა“ წელიწადზე მეტია აფინანსებს. |