ზესტაფონმა დინამო გააგდო
საქართველოს თასის განმეორებითი მერვედფინალური მატჩით განახლდა საქართველოში საფეხბურთო სეზონი. დიდთოვლობის გამო გადადებულ სათასო მატჩში თემურ მახარაძის “ზესტაფონმა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 11-გზის ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის “დინამო” და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. პირველი მატჩი თბილისში დეკემბერში “დინამოს” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ზესტაფონურ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი 83-ე წუთზე გამოცდილმა ფორვარდმა ზურაბ იონანიძემ გაიტანა. ისედაც, მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. ჩემპიონატი 18 თებერვალს განახლდება.
|