2006 წლის 1 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა თემურ მახარაძე.
თემურ მახარაძე გახლავთ ის სპეციალისტი, რომელიც 2005-2006 წლებში უკვე მუშაობდა გუნდთან. სწორედ ბატონი თემურის ხელმძღვანელობით საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა იასპარეზა 2004-2005 სეზონის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩში.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მიმდინარე პირველობის სტარტზე გუნდის წარუმატებელი ასპარეზობით შეწუხებულმა გულშემატკივრებმა მიმართეს კლუბის ხელმძღვანელობას, რათა მას მოეხდინა საკადრო გადაადგილებები გუნდის ხელმძღვანელობაში.
მას შემდეგ, რაც დაკავებული თანამდებობიდან გადადგა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება (გულშემატკივართა პოზიციის გათვალისწინებით) მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ მახარაძის დაბრუნების შესახებ .