ინტერვიუ შალვა ღონღაძესთან: ”ჩვენ მაგარი მწვრთნელი გვყავს!”
საქართველო ღარიბი ქვეყანა რომ არის, ამის გამოვლინება ხშირად ფეხბურთში ირიბად აისახება . რეგიონში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სიმწირის გამო, თითქმის არც ერთ მათგანზე არაფერი იწერება.
ასე , მაგალითად, ავიღოთ ”ზესტაფონი”-ს მცველი შალვა ღონღაზე. რადგან გაიოზ დარსაძემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, მაშინვე მასზე ხელი ჩაიქნიეს. არადა,საქართველოს ჩემპიონატში ან თასზე მისი თამაში ვისაც უნახავს, აღიარებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.
შალვას გოლების გატანაც ეხერხება. სწორედ მისი თავურით გაიხარეს ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივრებმა თბილისის ”დინამო”-სთან . ეს 27 წლის მცველისთვის პირველი შემთხვევა არ იყო...
შალვა, შეიძლება გაგიკვირდეთ ჩვენი კითხვა, მაგრამ თქვენი თამაშიდან ამის გარკვევის სურვილი გაგვიჩნდა. ისე ხშირად იტანთ გოლს , რატომღაც მგონია, რომ ბავშვობაში მაინც თავდამსხმელი იყავით.
თავდამსხმელად არა,მაგრამ წინწაწეულ ნახევარმცველად მართლა ვთამაშობდი. ბავშვობაში კი არა, წყალტუბოს ”სამგურალშიც” ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. სამი წლის წინ ფოთის ”კოლხეთში” ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. სამი წლის წინ ფოთის”კოლხეთში” ჩავირიცხე და მაშინ შემიცვალეს ამპლუა. სოსო ფილიამ დაცვაში დამხია. ისე, გოლები უმთავრესად , თავით გამაქვს. ფეხით ასეთი ზუსტი დარტყმა არ გამომდის.მწვრთნელებიც ხელს მიწყობენ და სტანდარტულის შესრულების დროს მეტოქის საჯარიმოში ჩასვლას მთხოვენ.
ეტყობა, თქვენც გული შეტევებისკენ მიგიწევთ.
რა თქმა უნდა ფეხბურთში ყველაზე დიდი სიხარული გოლის გატანაა და არა თუნდაც ბურთის ართმევა. ყველაზე დიდი განცდაა , როდესაც გუნდს ეხმარები, პრინციპულ ტამაშს თუ მოაგებინებ, საერთოდ ,უბედნიერესი ხდები. ეს განცდა როგორ არ უნდა მოგენატროს.
ეტყობა, თქვენთვის დაცვაში თამაში იგივეა, რაც მეფის რუსეთში გაციმბირება.
დაახლოებით ასეა. განსხვავება ისაა, რომ ფილიამ ზუსტად შემირჩია ადგილი, სადაც გუნდს გაცილებით მეტ სარგებლობას მოვუტანდი. წინ ასე კარგად ვერ ვთამაშობდი. ”ზესტაფონ”-შიც მცველად მიმიწვიეს და არა ნახევარმცველად.
ყველაზე მეტად რომელი გოლი დაგამახსოვრდათ?
თასის ფინალში რომ გავიტანე. ამაზე არც დავფიქრდები. შეხვედრას ვაგებდით, ლამის წაგებული ვიყავით და ბოლო წუთზე, ზღაპარში, ლამაზი გოლი გავიტანე! ასეთი სიხარული ცხოვრებაში არასდროს განმიცდია. თანაც ,ეს ხდებოდა სავსე ტრიბუნების წინ.
დუშან უგრინის ”დინამო”-მ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
მართალია, რეალურად გუნდი მოედანზე პირველად გამოიყვანა, მაგრამ თვალში , რომ ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებოდით. დარწმუნებული ვარ , რომ უგრინის ხელში ”დინამო” ძალიან შეიცვლება და გაძლიერდება. ასეთ მეტოქესთან თამაში საინტერესოცაა და სასურველიც. მჯერა, უგრინი თავის სიტყვას საქართველოში აუცილებლად იტყვის.
და რა სიტყვას იტყვის თემურ მახარაძის ”ზესტაფონი”? მგონი, მწვრთნელთა საინტერესო დუელი გველის.
მახარაძე ძალიან დიდი მწვრთნელია. ზესტაფონელებმა მისი ფასი გავიგეთ. ”დინამო”-სთან ძალიან ლამაზი ფეხბურთი გამოვიდა, თუმცა უპირატესობას ძირითადათ მაინც ჩვენ ვფლობდით.
რაც შეეხება მახარაძეს , მის ხელში ბოლო ორი წლის განმავლობაში ”დინამო”-ს 8 -ჯერ შევხდით და ერთხელაც არ წაგვიგია: 5-ჯერ მოვიგეთ და 3 ფრედ დავასრულეთ. მგონი, მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონობის მოპოვებასაც შევძლებთ. მწვრთნელიც ძლიერია , ძალიან კარგი შემადგენლობაც შეიკრიბა და პირობებიც მშვენიერია. ამას გარდა, სტადიონი ყოველთვის ივსება. ეს დიდი სტიმულია. ”დინამო”-სთან მოგებამ ჩემპიონობის იმედი დაგვიბრუნა.
უცნაურია, როდესაც ამბობთ მშვენიერი პირობები გვაქვს-ო. ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტი უცხოეთში იმყოფება.ხელფასებს და პრემიებს დროულდ იღებთ ?
რა თქმა უნდა! არანაირი შეფერხება არ არსებობს.
ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ დარსაძე გიწვევდათ. მას შემდეგ, თუ არ ვცდები, კანდიდატადაც არ დასახელებულხართ.
ერთხელაც არ დაინტერესდნენ. რას იზამ, ცხოვრება ასეთია . სხვათაშორის, არც დარსაძის დროს გვითამაშია მე და ჩხეტიანს. არადა, ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა. 27 წლის ვარ და იქნებ, სურვილი ერთხელ მაინც ავიხდინო. |