საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს დაცვის ერთ-ერთმა ბურჯმა შალვა ღონღაძემ, ზურაბ იონანიძის მსგავსად, გაახანგრძლივა თანამშრომლობა ზემოიმერულ კლუბთან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, რომელიც თავის დროზე წყალტუბოს ”სამგურალი”-სა და ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს ღირსებას იცავდა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.