თასი ლოკომოტივისია

საფეხბურთო კლუბი თბილისის ”ლოკომოტივი“ მესამედ დაეუფლა საქართველოს თასს, რომელიც ამჟამად დავით ყიფიანის სახელს ატარებს. დღეს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თასის ფინალურ მატჩში ”ლოკომოტივმა“ ”ზესტაფონი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმის დასაწყისი ზესტაფონელთა უპირატესობით აღინიშნა. მათ გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც საჯარიმოდან გიორგი თურმანიძის მიერ ჩაწოდებული ბურთი ზესტაფონელთა ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ ”ლოკომოტივის“ კარში გააგზავნა. თუმცა გვერდითმა არბიტრმა იგი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო არ ჩათვალა. მეათე წუთზე ”ლოკომოტიველმა“ ნუკრი მანჩავამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მიხეილ ბობოხიძე, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთზე მანჩხავამ შეძლო ულამაზესი დარტყმით ე.წ. ”ცხრიანში“ გოლის გატანა და ლოკომოტივი 2:1 დაწინაურდა.

65-ე წუთზე რკინიგზელებმა მეტოქის კარს მოარტყეს ბურთი, რის შემდეგაც ”ზესტაფონელებმა“ სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ერთი-ორჯერ ძალზე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

ზესტაფონელები თასის ფინალში პირველად თამაშობენ, ”ლოკომოტივს“ კი იგივე თასი ორჯერ - 2000 და 2002 წლებში აქვს მოპოვებული, ხოლო 2001 წლის ფინალში ქუთაისის ”ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

შარშან საქართველოს თასი თბილისის ”დინამომ“ აიღო, რომელმაც ფინალში ”ტორპედოს“ სძლია.

www.internet.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005