06.02.2007

ამხანაგური მატჩი რუსეთის 2-გზის ჩემპიონთან .

 

6 თებერვალს თურქეთში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა. ამჯერად, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებებში გამოძახებული გრიგოლ ჭანტურიას, როინ კვასხვაძისა და ალექსი ბენაშვილის გარეშე მოასპარეზე ქართველთა მეტოქე გახლდათ რუსეთის ორგზის ჩემპიონი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი მოსკოვის საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი”.

როგორც ადრე ვიუწყებოდით, მატჩი უნდა გამართულიყო საღამოს 17:30 საათზე (თბილისი დროით - 19:30), თუმცა რუსული მხარის ინიციატივით კლუბები შეთანხმდნენ ეთამაშათ უფრო ადრე.

”ზესტაფონი”: ჯალაღონია , სანტოსი, ონიანი, ჩხეტიანი, ლეანდრო (ნოზაძე,46), თოდუა, საჯაია, ნ. კვასხვაძე (ფიფია,46), იონანიძე (ხიდეშელი,82), ჭელიძე (ჯანელიძე,67), ვიეირა .

”ლოკომოტივი”: იაკუპოვიჩი (რიჟიკოვი,46), სპახიჩი, ეფიმოვი, გოგოლი, სენიკოვი, გურენკო, სამედოვი (მამინოვი,48), ლოსკოვი, ფინინიო (გაბულოვი, 46), იზმაილოვი (სამედოვი, 64), კორჩაგინი (ჩიჩიკოვი, 74).

გოლები: მამინოვი, 55 (0-1); მამინოვი, 90+3 (0-2)

უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა - ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო. ზესტაფონელთაგან საგოლე მომენტის რეალიზება გუნდის წამყვანმა გოლეადორმა ზურაბ იონანიძემ ვერ შესძლო. სურათი დიდად არც შესვენების შემდეგ შეცვლილა, თუმცა გამოცდილებამ თავისი საქმე მაინც გააკეთა - შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩენილმა ვლადიმირ მამინოვმა მოსკოველები დააწინაურა. ანგარიშის გახსნის შემდეგ მარგველებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა ედიკ საჯაიამ და გიორგი ჭელიძემ ვერ შესძლეს ხელსაყრელი მომენტების რეალიზება. მატჩის მიწურულს კი რკინიგზელებმა მთელი გუნდით შეტევაში გადასული ქართველები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ვლადიმირ მამინოვმა დუბლი გაიფორმა. უნდა ითქვას ისიც, რომ მატჩს ემსახურებოდა რუს არბიტრთა ბრიგადა.

შემდეგ მატჩს ს.კ. ”ზესტაფონი” გამართავს 9 თებერვალს კორეის რესპუბლიკის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ერთ-ერთ გუნდთან.

06/02/2007- "ზესტაფონი" - ”ლოკომოტივი” (მოსკოვი, რუსეთი) 0-2

ფოტოებზე - ს.კ. ”ზესტაფონი” - მოსკოვის ”ლოკომოტივი”-ს მატჩის ფრაგმენტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005